ახლახან ქვემონატანების საჯარო სკოლის ორგანიზებით განხორციელდა პროექტი ,,გურია და გურულები“ (ავტორი: აღნიშნული სკოლის პედაგოგი გულო ცერცვაძე). პროექტში ჩართული იყო გურიის რეგიონის ექვსი, მათ შორის ჩვენი _ წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა. ჩვენმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს ,,მე ჩემს წარსულს ვეფერები“. პრეზენტაცია გულისხმობდა გურიის მნიშვნელოვანი ეკლესია-მონასტრების, სიწმინდეების გაცნობას (მოსწავლეები: ვახტანგ ხურციძე. მე-6 კლასი; გაგი ვაშაყმაძე. მე-7 კლასი). ღონისძიებაზე მოისმინეს ჩანაწერები წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის ქართული ხალხური სიმღერებისა და გალობის წრის მონაწილეთა შესრულებით. ჩვენი სკოლა მოხარული და მადლიერია, რომ მსგავსი ლამაზი, ტევადი, საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიების თანამონაწილე გახდა.