მისია

 

 

-სკოლის მისია
მომავალი თაობის ტრადიციულ-კულტურულ ღირებულებეზე აღზრდა, რათა მათ შეძლონ: აზროვნება ქრისტიანული ფასეულობების გათვალისწინებით, დამოუკიდებლად ცხოვრება და თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად მიღებული ცოდნის რეალიზება, განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა.; როგორც საკუთარი, ასევე სხვისი უფლებების გამოყენება-დაცვა;

 

 

 

ხედვა

 

მომავალი თაობის მართლმადიდებლური ღირებულებებით აღზრდა, მოსწავლეთა სულიერი და გონებრივი მონაცემების განვითარება, მათ შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დამკვიდრება. მათი მხარდაჭერა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში, სამოქალაქო საზოგადოებაში წარმატებით დამკვიდრებასა და დამოუკიდებელ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში.

 

უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში მოსწავლეთა შორის STEM საგნებისა და, ზოგადად ციფრული ტექნოლოგიების მიმართ ინტერესის გაღვივება, რათა 21-ე საუკუნის გამოწვევების შესაბამისად დააგროვონ ცოდნა და გამოცდილება. სკოლა ხელს შეუწყობს მოზარდების ინტეგრირებას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.

 

ღირებულებები

 

 

 

ü ღვთის, სამშობლოს, მოყვასის სიყვარული და ერთგულება;

 

ü პროფესიონალიზმი,

 

ü პატიოსნება და კეთილსინდისიერება;

 

ü სხვისი შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა;

 

ü მიუკერძოებლობა;

 

ü ინოვაციური მიდგომები და წარსული გამოცდილების გამოყენება;

 

ü გუნდური მუშაობა.