სიახლეები

ქართული ენა და ლიტერატურა

,,საქმით მეტყველი სული“.

ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი (მასწავლებელი: მაია ბეშიტაიშვილი) მიუძღვნეს წმიდა ილია მართლის დაბადების დღეს და ასე დაასათაურეს: ,,საქმით მეტყველი სული“.
ისაუბრეს ილიას ბიოგრაფიაზე, თაობათა ბრძოლაზე... შემოქმედებიდან განიხილეს ნაწარმოებები: ,,მგზავრის წერილები“, ბედნიერი ერი“.
 
 
 

,,დედაენის“ ზეიმი

გარეთ ოქროსფერი შემოდგომაა. ა (ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პირველ სართულზე, პირველი კლასის საკლასო ოთახში იებმა იფეთქეს! რას დაიტევდა! პატარებმა მთელ სკოლას გადასდეს გულწრფელი, უსაზღვრო სიხარული! ,,დედაენის“ ზეიმი. ოქტომბერი. 2024 წელი (პედაგოგები: ირმა ქილიფთარი, თამილა ბურჭულაძე. ელენე გორგოშიძე).

 

 

,,ვწერ თავისუფალ თემას“

ა (ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ორი მეთერთმეტეკლასელი მოსწავლე: საბა ანდღულაძე და დავით კვაჭანტირაძე (პედაგოგი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია ბეშიტაიშვილი) წარმატებით მონაწილეობს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონკურსში ,,ვწერ თავისუფალ თემას“. აღნიშნული კონკურსიის ავტორი და ინიციატორი ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულიაა. ორი წლის წინ ამ პროექტის გამარჯვებული ჩვენი სკოლის მოსწავლე, აწ უკვე წარმატებული სტუდენტი ნინი კანდელაკი გახდა. ამჯერად, ფართო აუდიტორიას სიამოვნებით ვუზიარებთ მიმდინარე წლის კონკურსის ,,ვწერ თავისუფალ თემას ერთ-ერთი მონაწილის, დავით კვაჭანტირაძის ნაშრომს. ორივე მონაწილეს, დავითსა და საბას წარმატებას ვუსურვებთ უკვე ფინალურ ტურში.

 

 

 

 

,,ენა შემკული და კურთხეული“

,,ენა შემკული და კურთხეული“ _ სალონური შეხვედრა წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში. მასპინძლები: ირმა ქილიფთარი (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი) და მეოთხე კლასის მოსწავლეები. უსმენ ამ პატარებს და გრძნობ, როგორ უყვართ დედა ენა, ქართული ლექსი. თბილად და ხალისით უზიარებენ სტუმრებს ემოციებს.

 

 

 

 

 

,,რუსთაველი იგივე საქართველოა და საქართველო იგივე ,,ვეფხისტყაოსანი“

,,რუსთაველი იგივე საქართველოა და საქართველო იგივე ,,ვეფხისტყაოსანი“ _ ასე დაასათაურეს მეათეკლასელებმა მსოფლიო პოეზიის დღისადმი მიძღვნილი გაკვეთილი (პედაგოგი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია ბეშიტაიშვილი). არაფერი გამორჩენიათ: ისტორიული ეპოქა, ბიბლიური ალუზიები, გმირთა სახეები ... და, რაც მთავარია, მსმენელს უკვდავი სტროფებით, აფორიზმებით გაულამაზეს დღე. იგრძნობოდა, სიყვარულით ესწავლათ და გულწრფელი სიამოვნებით წარმოთქვამდნენ თითოეულ ფრაზას.

 

 

 

 

 

,,ბედნიერება ტანჯვის გზით, ანუ წმ. შუშანიკი გოლგოთის გზაზე“

,,ბედნიერება ტანჯვის გზით, ანუ წმ. შუშანიკი გოლგოთის გზაზე“. ქართული ლიტერატურის შემაჯამებელი გაკვეთილი მე-10 კლასში (პედაგოგი: მაია ბეშიტაიშვილი). მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ნეტარი შუშანიკის, ერისა და ქრისტიანობისათვის წამებული წმინდა დედის ღვაწლი, მისი მოუდრეკელი ნება, ქრისტეს სიყვარულით ნაწრთობი სული. გამოვლინდა ტექსტისა და ეპოქის ცოდნა.
გაკვეთილის ბოლოს მარიამ მალაზონიამ წაიკითხა ჩანახატი ,,იაკობ ხუცესი“; ანა მახარაძემ და სანდრო ჩხაიძემ წარმოადგინეს ილუსტრაციები ნაწარმოებიდან.
 
 
 
 
 
 
 
 
 
+7
 
 

ღვთაებრივი საუნჯე-ქართული ენა.

 

ღვთაებრივი საუნჯე-ქართული ენა.
მე-8 კლასის მოსწავლის, მარიამ მალაზონიას პრეზენტაცია.

 

 

26 მაისის დღისადმი მიძღვნილი კვირეული

,,ერის ცნება დაახლოებით ასე შეიძლება განისაზღვროს: ერი არის კონკრეტული ერთიანობა, რომლის ბუნებრივი, ყველაზე შესაფერისი გამოხატულებაც საკუთარი სახელმწიფოა და რომელიც ამის გამო ცდილობს, თავისი თავიდან ეს სახელმწიფო დაბადოს“ _ დიდი გერმანელი ფილოსოფოსის, მაქს ვებერის ეს სიტყვები სისხლხორცეულად ეხმიანება ქართველი ხალხის სწრაფვას, მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე მოეპოვებინა ნანინანატრი დამოუკიდებლობა _ დამდგარიყო ,,სხვა ერთა შორის“.ქართული ენისა და ლიტერატურის, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრებმა მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს ეროვნული დღესასწაული.
ჩვენ საშუალება გვაქვს, შევაჯამოთ წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სკოლაში 26 მაისის დღისადმი მიძღვნილი კვირეული.
ბედნიერია ერი, რომელსაც ჰყავს გმირები, რომლებიც შთამომავლობას სიმამაცისა და კაი ყმის სახელს უტოვებენ. ასეთია მერაბ კოსტავა. 26 მაისი დამოუკიდებელი საქართველოს ხელახლა დაბადების, მერაბ კოსტავას ამქვეყნად მოვლინების დღეცაა. (მონაწილეები: მე-9 კლასის მოსწავლეები. პედაგოგი: მაია ბეშიტაიშვილი)
მარო მაყაშვილი... იუნკერები. მათი სახელები ქართველში სიამაყეს, სითბოს აღძრავს. ისინი გვაძლევენ სამშობლოსთვის დაუფიქრებლად თავგანწირვის მაგალითს. (შემაჯამებელი გაკვეთილი მე-7 კლასში. პედაგოგი: იამზე კანდელაკი)
26 მაისი საქართველოს ისტორიაში პარლამენტარიზმის, დემოკრატიული განვითარების კუთხითაც მნიშვნელოვანი თარიღია. ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მოაწყვეს იმიტირებული პარლამენტის სხდომა- „კანონის მიღება პარლამენტში“. საკანონმდებლო ინიციატივის შესაბამისად, პარლამენტმა I მოსმენით მიიღო კანონი: „კერძო სკოლების საჯარო სკოლებთან გათანაბრების შესახებ“... (პედაგოგი: ზაირა ბერიძე).
სადღესასწაულო კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გახლდათ სალონური შეხვედრა. მე-10 კლასის მოსწავლეებმა: მარიამ ცერცვაძემ, ლიზი მახარაძემ და მარიამ ლეჟავამ წარმოადგინეს მოხსენება: ,,დოკუმენტებით აღდგენილი ისტორია“ ., რომელიც შეეხებოდა დამოუკიდებლობის დაკარგვის მიზეზებს. მომხსენებლები შეეცადნენ, საზოგადოების ყურადღება მიექციათ იმაზეც, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებაც არაა ადვილი, თუმცა უფრო ძნელი მისი შენარჩუნებაა.
შეხვედრა დასრულდა მცირე დისკუსიით.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

პროექტი ,,წიგნიერი“

ა (ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მე-7 კლასში ყოველწლიურად ხორციელდება პროექტი ,,წიგნიერი“. პროექტი მიმდინარეობს სამ ეტაპად. თითოეულ ტურში მოსწავლეებს მიეწოდებათ წასაკითხი წიგნების ნუსხა. ისინი თავადაც ამზადებენ შეკითხვებს. პროექტის ფორმა : ინტელექტუალური შეჯიბრება სამ გუნდს შორის.. 2022-2023 სასწავლო წლის პირველი შეხვედრა გაიმართა 16 ნოემბერს. სამივე გუნდმა ჩინებულად გაართვა თავი სამუშაოს. გაიმარჯვა მე-3 გუნდმა. პირველსა და მეორე გუნდებს შორის დაინიშნა გუნდური შეკითხვების ტური. (ხელმძღვანელი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თეა ასიეშვილი)
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

,,თოვდა და თბილისს ებურა თალხი"

მრავალი ტკივილიანი დღეა საქართველოს ისტორიაში. ერთ-ერთი 1921 წლის 25 თებერვალია.
,,თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი...“
შავად თოვდა იმ დღეს თბილისში. ტანჯვითა და ტკივილით ეთხოვებოდა ქვეყანა ძლივს მოპოვებულ თავისუფლებას.
IX კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი _ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია ბეშიტაიშვილი) 24 თებერვალს კოლაუ ნადირაძის ლექსის მიხედვით წარმოადგინეს პრეზენტაცია: ,,და უძრავ იყო თებერვლის ღამე“. ისაუბრეს ავტორზე _ უკანასკნელ ცისფერყანწელზე, ლექსის შექმნის ისტორიაზე, ბიბლიურ ალუზიებზე: გოლგოთა, იუდა, 30 ვერცხლი, ისტორიულ პარალელებზე, მარო მაყაშვილის გმირობაზე. დასკვნით ნაწილში შეეხნენ 2022 წლის 24 თებერვალს, როცა დილის 4 საათზე რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო.
ისევ ნანგრევები, გვამები, ეროვნული ტრაგედია... გამარჯვება უსურვეს თავისუფლებისმოყვარე ხალხს.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

გზანი წამებისანი ორთა მარტვილთაი

საკუთარი ჯვარი მიჰქონდათ და მიდიოდნენ გოლგოთის გზაზე... ორი წმინდანი... ორი მარტვილი! წმ. შუშანიკი და წმ. ჰაბო!
მე-10 კლასმა შეაჯამა ამ ორი მოწამის ცხოვრება. ორი ლიტერატურული შედევრი ერთ გაკვეთილში (პედაგოგი: მაია ბეშიტაიშვილი). როგორც მასწავლებელმა აღნიშნა, შეუძლებელია ერთ გაკვეთილში ჩატიო მათი ღვაწლი! მოსწავლეებმა დისკუსიაც გამართეს და მოახერხეს, ამომწურავად აღენიშნათ ყველა საკვანძო საკითხი; დაეკავშირებინათ დღევანდელობასთან! ემოციური იყო გაკვეთილის დასკვნითი ნაწილი. წაიკითხეს ანა კალანდაძისა და შოთა ნიშნიანიძის ლექსები.
 
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

გულწრფელი სიყვარული დედაენისა!

ძვირფასი ფრაზები, გულწრფელი სიყვარული დედაენისა! მე-4 კლასი.

 

 

 

 

ვეფერებით ქართულ ასოებს!

ვეფერებით ქართულ ასოებს! პირველი კლასი.

 

      

 

     

 

     

 

    

,,დედაენა _ ენა სულისა, ენა გულისა“

წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის პირველი კლასი. 2021-2022 სასწავლო წელი. საზეიმო გაკვეთილი: ,,დედაენა _ ენა სულისა, ენა გულისა“. პედაგოგი: ხათუნა გულბიანი.

 

 

 

,,ზღაპრის გმირები"

მე -2 კლასელები გაეცნენ სხვადასხვა მწერლის მოთხრობებს, ზღაპრებს, ერთობლივად განიხილეს, გაანალიზეს, მოირგეს პერსონაჟების როლები, უხაროდათ და წუხდნენ ზღაპრის გმირებთან ერთად.
დარწმუნებული ვარ, რომ ისინი იქნებიან უფრო წარმატებულები, გამბედავები, ყურადღებიანები, გულისხმიერები, კეთილები და მზრუნველები,რადგან, როლური თამაშები წარმოსასხვის, ფანტაზიის, მეხსიერების, ლოგიკური აზროვნების განვითარების, ლექსიკური მარაგის გამდიდრების საუკეთესო საშუალებაა.
მეორეკლასელებმა შექმნეს საინტერესო კომპლექსური დავალებები. მათ შეიძინეს უნარ-ჩვევები, რაც შემდგომ წლებში აუცილებლად გამოადგებათ ყოფით ცხოვრებაშიც, რადგან ამგვარი მუშაობით აქცენტს აკეთებენ არა მარტო რამის დამახსოვრებაზე, არამედ მის სიღრმისეულ გააზრებაზე.
 
 
 
 
 
  
 

,,ყველაზე წიგნიერი გუნდი"

გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებს შორის. გაიმართა კონკურსი “. გამოვლინდნენ გამარჯვებულები. პედაგოგი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იამზე კანდელაკი.

 

     

 

 

 

  

წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისოკვირეული

წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო კვირეულს შეუერთდნენ. მათ მონაწილეობა მიიღეს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალის მიერ ორგანიზებულ საღამოში. შეხვედრა თბილი და საინტერესო იყო. მონაწილეები კითხულობდნენ ნაწყვეტებს საყვარელი ნაწარმოებებიდან და განიხილავდნენ მათ. წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მოსწავლეები მხატვრული კითხვის ნაწილშიც ჩაერთვნენ.

 

 

დედაენის დღე

წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მერვეკლასელებმა თანასკოლელებს ერთი საინტერესო, შემეცნებითი ღონისძიება წარმოუდგინეს : საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი სამი თარიღი: 31 მარტი _ ზვიად გამსახურდიას 80 წლის აღსანიშნავად, 9 აპრილი _ ტრაგედია და დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, 14 აპრილი _ დედაენის დღე. (პედაგოგები: ხათუნა სალუქვაძე, თეა ასიეშვილი). მათ დამსწრეთ გაახსენეს ეროვნული მოძრაობის განვითარებისა და კულმინაციის დღეები, ისაუბრეს ზვიად გამსახურდიას, როგორც საზოგადო მოღვაწისა და როგორც პოლიტიკოსის როლზე. მეექვსეკლასელებმა წარმოადგინეს მცირე კომპოზიცია. სკოლის მოსწავლეებმა ბევრი რამ გაიგეს ქართული დამწერლობის განვითარებაზე, საერთაშორისო მასშტაბით მის აღიარებაზე. ღონისძიების დასკვნით ეტაპზე ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები.