პირველი კლასის დედა ენის დღე მთელი სკოლის ზეიმად იქცა. უფროსკლასელებსაც, მასწავლებლებსაც იისფერი გულსაბნევები ამშვენებდათ და ამით იზიარებდნენ პატარების სიხარულს. ძირითადი ღონისძიება ინტეგრირებული გაკვეთილის ხასიათს ატარებდა (პედაგოგები: ხათუნა გულბიანი, თამილა ბურჭულაძე). მუსიკის ჰანგები ავსებდა და კიდევ უფრო ამშვენიერებდა გარემოს.
ასოებთან ერთად რამდენი რამის სწავლა მოუსწრიათ: ლექსები, გამონათქვამები დედა ენაზე, იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები...
ვუსურვოთ, ესწავლოთ ღვთის სადიდებლად, მამულისა და ეკლესიის სასარგებლოდ, მშობელთა სანუგეშოდ!!!