სიახლეები

,მაჩუქე და წამიკითხე ,,ვეფხისტყაოსანი“

 
 
,,მაჩუქე და წამიკითხე ,,ვეფხისტყაოსანი“ _ ესაა პროექტი, რომელიც წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მე-4 კლასში განხორციელდა (ხელმძღვანელი _ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ირმა ქილიფთარი). მასწავლებლისა და მშობელთა გადაწყვეტილებით დაბადების დღეების საჩუქრად ,,ვეფხისტყაოსანი“ შეირჩა. პროექტის მიზანია, მოსწავლეებს პირველივე საფეხურიდან გაუჩნდეთ ამ უძვირფასესი წიგნის სიყვარული და ჩაენერგოთ უკვდავი პოემის სულისკვეთება. პროექტის ფარგლებში შეისწავლეს ცალკეული სტროფები, მოიძიეს აფორიზმები და შექმნეს საკუთარი ხელნაწერები. პროექტი შეჯამდა კლასის საათზე, რომელშიც მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდნენ მშობლებიც.