სიახლეები

ესთეტიკის კათედრა

,,მეორე კლასი და ხელოვნება“!

სასწავლო წელი წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მეორე კლასში რამდენიმე მიმართულებით შეჯამდა. სასკოლო საზოგადოებას წარმოვუდგენთ თითოეული ღონისძიების ფრაგმენტებს: ,,მეორე კლასი და მათემატიკა“, ,,მეორე კლასი და ხელოვნება“, მეორე კლასი და გაზაფხული“. მაშ ასე: ,,მეორე კლასი და ხელოვნება“!
სასწავლო წლის ბოლოს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილი მეორე კლასში (მასწავლებელი: ელენე სარიშვილი) სახალისო გამოფენა-კონკურსით აღინიშნა. ბავშვები სხვადასხვა ნომინაციით დაჯილდოვდნენ: ,,საუკეთესო ფერთა შეხამება“, ,,საუკეთესო კომპოზიცია“, ,,სწრაფი ხელი“, ,, საუკეთესო სილუეტი“, ,, საუკეთესო ხედვა“. კონკურსანტებმა მნახველებს სიამოვნებით წარუდგინეს საკუთარი ნამუშევრები.
 
 

შობა-კალანდა გურიაში

ა (ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის ესთეტიკის კათედრამ მეორე სემესტრის დასაწყისში ეთნოგრაფიული მიმართულების რამდენიმე ინტეგრირებული პროექტი მოამზადა (პედაგოგები: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი, კათედრის გამგე ნატო სალუქვაძე და მუსიკის მასწავლებელი მაია სურგულაძე). მათ შორის: ფოტოკონკურსი ,,შეაჩერე წამი“ (VI-VII კლ.), ,,შობა-კალანდა გურიაში“ (VII კლ) . პროექტების შეჯამებისას სიგელებით დაჯილდოვდნენ ფოტოკონკურსის მონაწილეები. გამარჯვებულ ელენე ჩავლეშვილს (მე-7 კლასი) სპეციალური პრიზი გადაეცა. გაიმართა პრეზენტაცია, რომელსაც სხვადასხვა კლასის მოსწავლეები და დირექციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე მეშვიდეკლასელებმა წარმოადგინეს პლაკატები, რომლებზედაც ასახული იყო ანიმაციების გურიისთვის დამახასიათებელი საშობაო ტრადიციები), აჩვენეს ვიდეორგოლი და ანიმაცია. დაჯილდოვდა მეშვიდეკლასელი ანიმატორი გურამ ხელაძე. მოისმინეს საგალობელი ალილო და ისაუბრეს ალილოს ტრადიციაზე გურიაში. მონაწილეებმა მსმენელებიც არ დატოვეს უყურადღებოდ. ჩატარდა მინივიქტორინა და ყურადღებიან მსმენელებს საჩუქრად ჩურჩხელები გადაეცათ. ბავშვებმა პედაგოგებსაც მიაკუთვნეს სიმბოლური , მადლიერების გამომხატველი სიგელები.

 

 

 

 

 

ფოტოგრაფია

ფოტოგრაფია გამოსახულების აღბეჭდვის პროცესია, რომლის დროსაც სინათლე მის მიმართ მგრძნობიარე ზედაპირზე ფოკუსირდება, ფოტოს მეშვეობით დროის შეჩერებისა და ჩვენი თვალისთვის საინტერესო ბუნებრივი მოვლენების,სილამაზის,აღქმის ჩვენეული ვერსიის დაფიქსირება შეგვიძლია. ,,შეაჩერე წამი!“ _ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის, ნატო სალუქვაძის მიერ ორგანიზებული კონკურსის ფარგლებში VI-VII კლასების მოსწავლეებმა ჩინებული ფოტოები შექმნეს. ცისია გარდაფხაძე წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეა. სიამოვნებით ჰყვება კომპლექსური დავალების შესახებ: ,,საშუალება მოგვეცა, შეგვეგრძნო ჩვენი მოქარგული მთა-ბარის სილამაზე; დაგვეჭირა მშვენიერი წამი... “ საუკეთესო აღმოჩნდა ელენე ჩავლეშვილის (მე-7 კლასი) ფოტოები. ბრწყინვალედ იმუშავეს ასევე: ელენე თენიეშვილმა, გაგი ვაშაყმაძემ, მარიამ ზოიძემ (მე-7 კლასი); ბარბარე ცენტერაძემ, თამარ დანელიამ (მე-6 კლასი). მოსწავლეების გადაღებულმა კადრებმა ერთი ნაბიჯით მიგვაახლოვა ფოტოხელოვნებას.
მადლობა, ბავშვებო!
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ცით ნაკურთხი ხმები

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში არდადეგების დაწყებასთან დაკავშირებით, I კლასში ჩატარდა შემაჯამებელი კონცერტი ,,ცით ნაკურთხი ხმები".
პედაგოგი: თამილა ბურჭულაძე.

 

 

აღდგომიდან-ამაღლებამდე

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში ჩატარდა ვოკალისა და ქართულ ხალხურ საკრავთა წრეების საანგარიშო კონცერტი ,,აღდგომიდან-ამაღლებამდე".
პედაგოგები: თ. ბურჭულაძე, ქ. მათითაიშვილი.

 

 

გაცოცხლებული სურათები

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის V კლასში ჩატარდა შიდა დაკვირვების გაკვეთილი ხელოვნებაში თემაზე: ,,გაცოცხლებული სურათები"

პედაგოგი: ნატო სალუქვაძე

 

 

მხიარული სტარტები

ახალგაზრდული კავშირი ,,ევროკლუბის" მიერ ჩატარებულ ,,მხიარულ სტარტებში" ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მოსწავლეებმა პირველი ადგილი დაიკავეს.
პედაგოგი: კახაბერ ტუღუში.

 

დებულება

1 ესთეტიკური აღზრდის კათედრა ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას, ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს ,კანონს, სკოლის სასწავლო გეგმას

მოქმედების არეალია: წმ.გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში მიმდინარე

საგანმანათლებლო პროცესები.

2 კათედრის წევრთა საქმიანობა არის კოორდინირებული, მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული.

კათედრის თითოეული წევრი:

ა) აცნობიერებს თავის პროფესიულ ვალდებულებებს პედაგოგებისა და მოსწავლეების წინაშე.

ბ) ზრუნავს განვითარებისთვის, ეძებს და ნერგავს ინოვაციურ მეთოდებს და გამოცდილებას უზიარებს კოლეგებს.

გ)მოსწავლეებში სწავლის მოტივაცის ასამაღლებლად მუდმივად იყენებს მისთვის ხელმისაწვდომ რესურს (ისტ, თვალსაჩინოება პრაქტიკული საქმიანობა და სხვა.

დ) ხელს უწყობს როგორც მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ასევე მათ პიროვნულ განვითარებას, სწორი მოქალაქეობრივი პოზიციის ჩამოყალიბებასა და საზოგადოებაში თვით დამკვიდრებას.

ე) კლასგარეშე მუშაობის დაგეგმვისას  ითვალისწინებს მოსწავლეთა ინტერესებსა და შესაძლებლობებს  და მას წარმართავს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით

II

კათედრის მიზნები და ამოცანები

ზოგადი მისია (რისთვის არსებობს კათედრა?)

·         პროფესიული ცოდნის ამაღლება, დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბება, ინტელექტუალური დონის ამაღლება ბავშვებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება .

·         სწავლების თანამედროვე ინოვაციური მეთოდების დანერგვა.

·         საგნობრივი ჯგუფის, საგნის /სწავლების კორდინირება/

·         კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება.

·         წარმატების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება.

·         სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით

 

III

1.      კათედრა მსჯელობს და ადგენს შეფასების კომპონენტებს, გეგმავს შეფასების კრიტერიუმებს;

2.      გეგმავს ღია გაკვეთილებს, სასკოლო ღონისძიებებს;

3.      ავლენს კათედრის წარმატებულ პედაგოგს, მოსწავლეს და გარკვეულ ჯილდოს გადასცემს მათ;

4.      კათედრის გამგის კანდიდატურას წარუდგენს პედაგოგთა გაფართოებულ სხდომას.

IV

ფუნქცია-მოვალეობები

 

·         კათედრის შეხვედრების ორგანიზება ( დღის წესრიგის მომზადება ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციების წარმოება, შენახვა )

·         სკოლის მართვის ორგანოებისთვის კათედრის შეხვედრების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებათა მიწოდება.

·         შესრულებული საქმიანობების შეფასება, მონიტორინგი, ფუნქციების ეფექტურად გადანაწილება.

·         კათედრული სტრატეგიული გეგმის შემუშავება

·         კათედრის თავჯდომარე მინიმუმ ორჯერ წარუდგენს ანგარისშ სკოლის ადმინისტრაციას.

V

ვალდებულებანი

 

კათედრა ვალდებული:

·         შეიკრიბოს სემესტრში მინიმუმ ორ-სამჯერ.

·         განიხილოს და დადგინოს თითოეული წევრის კლასგარეშე გეგმები;

·         შეაჯამოს გასული სემესტრის /წლის შედეგები ( შესაბამისად, საგანში მოსწავლეთად და მასწავლებელთა რეიტინგები)

·         კათედრის სადემონსტრაციო დაფაზე სისტემატურად (პერმანენტულად) გამოაკრას საჭირო ინფორმაცია.

 

 

 

მეგობრული მატჩი ფეხბურთში

  2015 წლის თებერვლის თვეში ქ.ოზურგეთის სპორტული სკოლის ინიციატივით რაიონის მასშტაბით სკოლებს შორის  გაიმართა საფეხბურთო ტურნირი, რომლის მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სკოლის საფეხბურთო გუნდების დაახლოება.ტურნირში, ეტაპობრივად  მონაწილეობა მიიღო 8 გუნდმა.გუნდები დაკომპლექტებული იყო   2000-2001 წელში დაბადებული მოსწავლეებით

  წმ.გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სკოლის გუნდი “აისბერგი“ წარმოდგენილი იყო მეხრეკლასის ვაჟებით.  გუნდმა ჩატარებული 3 მატჩიდან 2 მოიგო.