ა(ა)იპ ,,საქართველოს საპატრიარქოს ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის
სახელობის მართლმადიდებლური სკოლის” ისტორია
მე-20 საუკუნის 80-იანი წლები. სიახლის გრძნობა, განცდა იმისა, რომ თაობები მოჯადოებულ წრეში ცხოვრობდნენ...
ვგრძნობდით, რომ ახალი რაღაც იყო საჭირო. აღარ შეიძლებოდა ახალგაზრდები გაზრდილიყვნენ დამანგრეველი კომუნისტური იდეოლოგიით. აუცილებელი გახდა არსებულის შეცვლა, დარღვეული კანონზომიერების აღდგენა, სკოლის დაბრუნება მის წიაღში _ დედა ეკლესიაში.
,,საქართველოს აყვავებისა და ბედნიერებისათვის საჭიროა ყველა ქართველში ჭეშმარიტი სარწმუნოება და ნამდვილი განათლების დანერგვა”.
ხოლო კეთილი და ჯანსაღი ზნეობრივი ცხოვრების საუკეთესო საშუალებად - გონებრივი და ფიზიკური შრომის ერთმანეთთან შენაცვლება”.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის ეს სიტყვები იმ სკოლის დევიზია, რომლის დამფუძნებლებმა ყოველგვარი ცოდნის საყრდენად მართლმადიდებლური სარწმუნოება ვაღიარეთ.
თავიდანვე ჩვენი მიზანი იყო სიახლის მატარებელი სასწავლო დაწესებულების შექმნა, რომელიც ძველ, ჩვენთვის ესოდენ ძვირფასი ადამიანების ნამუშაკევზე უნდა აღმოცენებულიყო.
კიდევ, ჩვენთვის თითქმის კრედოდ ქცეულ სიტყვებს გავიხსენებ, რომელიც მღვდელ-მონაზონ სერაფიმ როუზს ეკუთვნის: ,, საჭიროა, საწუთროს ზემოქმედებას ქრისტიანული აღზრდის კეთილგონიერი პრინციპები დავუპირისპიროთ. ჩვენი მიზნის მისაღწევად, მართლმადიდებელ ქრისტიანად დასარჩენად გვმართებს ქვეყნად არსებული ყოველი კეთილის გონივრულად გამოყენება. ყმაწვილს, რომელიც კარგად იცნობს თავისი ქვეყნის, მსოფლიოს ისტორიასა და ლიტერატურას, საერო კულტურას, მუსიკასა და მხატვრობას, აღარ მიიზიდავს თანამედროვე უგემოვნო ნაწარმოებები და უკეთ შეძლებს ნორმალურ, ნაყოფიერ მართლმადიდებელ ქრისტიანად ყოფნას. საუკეთესო საერო კულტურა, მართებულად შეთვისებული განწმენდს და აღაშენებს სულს”.
1997 წელს, დამფუძნებლებმა, (ნ. გოგეშვილი. რ. კვირკველია) დავიწყეთ ფიქრი, ძიება... ვიღებდით კონსულტაციებს...იყვნენ სკეპტიკურად განწყობილნიც. როცა საქმე მივიდა პრაქტიკულ ნაბიჯებამდე, სიძნელეებმაც მაშინ იჩინა თავი. მხარში დაგვიდგა ერი და ბერი. პირველი მეგზური და რწმენის შთამნერგავი მამა გურამი იყო, ამჟამად ფოთის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), რომელსაც უკვე დაარსებული ჰქონდა ოზურგეთის წმ. ნინოს სახელობის გიმნაზია. მისივე რეკომენდაციით მივმართეთ საპატრიარქოს განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, პროტოპრესვიტერ გიორგის (გამრეკელს), ამჟამად საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრის თავმჯდომარეს რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტ იოანეს, რომელმაც მხარი დაგვიჭირა, დაგვლოცა და გვაკურთხა.
შემოქმედის ეპარქიის აღდგენის შემდეგ, მთავარეპისკოპოს, დღეს უკვე მიტროპოლიტ იოსების (კიკვაძე), ლოცვა - კურთხევით, დეკანოზ ბასილის (კიკვაძე, ამჟამად, არქიმანდრიტ იოანეს), მღვდელ შიოს (მენაბდე, ამჟამად სოფელ დიღმის წმიდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი) დახმარებით პირველი ნაბიჯები გადაიდგა, განსაკუთრებული ინტერესი პრობლემის მიმართ გამოიჩინა დეკანოზმა მათემ ( გორდელაძე), რომელიც დღეს ჩვენი სასწავლებლის მოძღვარი და დირექტორია. იგი უდრტვინველად ეწევა ამ მძიმე ტვირთს. ჩვენი სურვილის გასახორცილებელად, მიტროპოლიტ იოსების ძალისხმევით და რაიონის ხელმძღვანელობის დახმარებით უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით გამოგვიყვეს ქალაქის N 4 ბაგა-ბაღის შენობა, რომელშიც სასწავლებელმა დაიწყო ფუნქიონირება. აქვე დავამატებ, რომ პედაგოგების შერჩევისას პროფესიონალიზმთან ერთად მათი ეკლესიურობაც გავითვალისწინეთ.
თანამოაზრეთა ჯგუფმა, ხელმძღვანელობდა რა ზემოთ აღნიშნული პრინციპებით, ჯერ პედაგოგთა და მოზარდთა სოციალური ინტერესების დაცვის კავშირი ,,მრევლი” ჩამოაყალიბა. ,, მრევლმა” დააფუძნა საავტორო სკოლა - წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის რეალური პროფილური სასწავლებელი, ქართული პედაგოგიური სკოლის ტრადიციებისა და ევროპული სკოლების გამოცდილების გათვალისწინებით.
პარადოქსია, მაგრამ თავდაპირველად ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდა ფრანგი პედაგოგის სელესტენ ფრენეს ნაშრომები, რომელშიც მოგვხიბლა შრომის ზნეობრივ აღზრდასთან დაკავშირებამ. ამ იდეით გატაცებულებს ხუმრობით ,,ფრენისტებს” გვიწოდებდნენ. მაგრამ საკითხის უფრო ღრმად შესწავლისას აღმოვაჩინეთ, რომ საძიებელი არაფერი იყო. გაბრიელ ქიქოძემ ერთი საუკუნით ადრე შექმნა ჩვენ მიერ აღმოჩენილი ფრენესეული სკოლა. თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორმა და პედაგოგმა გაბრიელ ქიქოძემ გაარღვია სასულიერო სემნიარიაში ჩამოწოლილი სქოლასტიზმის ბურუსი და ფორმალურ სწავლებას შეგნებით დაუპირისპირა რეალური განათლების სისტემა ანუ მან სცადა სწავლების შეერთება აღზრდასთან. სემინარიის ყოფილმა ინსპექტორმა იდეების განხორცილება შეძლო ბახვის საერო სკოლაში. ჩვენ პირიქით, დახმარებისთვის ეკლესიას მივმართეთ და ღვთის შეწევნით მივიღეთ.
იდეა იდეად დარჩებოდა, რომ არა საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმა, რომელმაც მოგვცა ამ არჩევანის შესაძლებლობა. ვგულისხმობთ იდეოლოგიურ არჩევანს, ხოლო გაბრიელ ქიქოძისეული ფიზიკის სრულყოფილი კაბინეტის შექმნის ძიებაში, ხელშეკრულებებს ვაფორმებდით ოზურგეთის იმჟამად მოქმედ საწარმოებთან, იმ იმედით, რომ მომავალში ის იქნებოდა ბაზა შრომითი სწავლებისა და პროფესიული დაოსტატებისათვის.
რეალური სასწავლებლის მიზანი იყო, აღეზარდა შრომის მოყვარე, განათლებული, თავისი პროფესიის მცოდნე, ჭემარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანი ეროვნული თვითშეგნებით.
კავშირ ,, მრევლის ” მიერ მოპოვებული გრანტებით მოეწყო საზაფხულო სკოლა; გავიუმჯობესეთ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ხოლო პედაგოგებმა შეიძინეს ინტეგრირებული სწავლების კარგი გამოცდილება, რაც შემდეგ სასწავლო პროცესში დაინერგა კიდეც. ამის მაგალითია მოკლემეტრაჟიანი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი ,,სერიები და მწკრივები”, რომელიც ჩვენი პედაგოგებისა და მოსწავლეების მიერ შეიქმნა კონკურსისათვის ,,გურიის გაზაფხული”. ამავე მიზანს (ინტეგრირებული სწავლება)ემსახურებოდა და დღესაც აგრძელებს ფუნქციონირებას მარიონეტების თეატრი ,,კოკროჭინა” , რომელიც ასევე მოპოვებული გრანტის შემდეგ დაარსდა, ხოლო მარიონეტ თოჯინებს ბავშვები შრომისა და ხატვის გაკვეთილებზე ამზადებენ.
სასწავლებლის არსებობის განმავლობაში სამჯერ მოეწყო გურიის რეგიონის შემეცნებითი კონფერენცია . თემაზე: 1. ,, გაბრიელ ეპისკოპოსი - მეცნიერი და მოძღვარი”; 2. ,,მართლმადიდებლობა და კოსმოპოლიტიზმი”; 3. ,,სასწავლებელი და საზოგადოება”, რომლებშიც მონაწილეობდნენ შემოქმედის ეპარქიის სამღვდელოება და სასულიერო სკოლები.
ამერიკულ ფონდ ,,მართლმადიდებლური მოწყალების” დახმარებით შევძელით მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ჩატარება, სასკოლო ინვენტარის მნიშვნელოვანი ნაწილის დამზადება.
კავშირი ,,მრევლსა” და ორგანიზაცია ,, Countenparty international”.-ს გაფორმებული ხელშეკრულებით მოსწავლეები და პედაგოგები იღებდნენ კვების პროდუქტებს, ხოლო სოციალურად შეჭირვებულები ჰუმანიტრაულ დახმარებას.
სასწავლებელი შეძლებისდაგვარად ითვალისწინებდა ბავშვების ინტერსების მარავალფეროვნებას და სთავაზობდა საქმიანობის ფართო სპექტრს, რომლისგანაც ბავშვი თავისუფლად აირჩევდა ერთ ან რამდენიმე საქმეს, მაგრამ სწორედ მას, რომელიც მისი ბუნების ორგანულ მოთხოვნილებას უპასუხებდა, რასაც იგი ყოველგვარი ძალდატანების გარეშე გააკეთებდა. როგორც უფალი გვასწავლის იგავებში ტალანტებისა (მათე 2514-39) და მონათა შესახებ (ლუკა19.27), ადამიანს თავისი დანიშნულების შესრულება მაშინ ეადვილება, თუ იმას აკეთებს, რისთვისაც მოწოდებულია.
სასწავლებელში, ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებას ახორცილებდნენ როგორც საგნის მასწავლებლები, ასევე, სხავადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც მოსწავლეებს უნერგავდნენ პროფესიულ ჩვევებს.
საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის 2002 წ. 14 ოქტომბერს დადებულმა კონსტიტუციურმა შეთანხმებამ რეალური პროფილური სასწავლებლის, როგორც ეპარქიასთან არსებული დაწესებულების განვითარებას კიდევ უფრო შეუწყო ხელი და მის ფუნქციონირებას გაცილებით ღრმა დატვირთვა შესძინა. კერძოდ, ამ შეთანხმების მე-5 მუხლის III პუნქტში ნათქვამია: ,,სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან განათლების სისტემაში განახორციელონ ერთობლივი პროგრამები. სახელმწიფო ხელს უწყობს ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებას”.
სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, რეალური პროფილური სასწავლებლის დებულებამ გარკვეული ცვლილებები განიცადა და საჭირო გახდა სკოლის ხელახალი რეგისტრაცია.
შენობა, რომელშიც გავატარეთ 12 წელი, ნაწილობრივ აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებს, რომელსაც ითავლისწინებდა განათლების სამინისტროს სალიცენზიო სამსახური. ამიტომ დავიწყეთ ფიქრი ახალი შენობის მოსაპოვებლად. ღვთის წყალობით ამჯერადაც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც გაიაზრეს ჩვენი ტიპის სკოლების არსებობის აუცილებლობა. დახმარების ხელი გამოგვიწოდეს, საქართველოს ბანკის მესვეურებმა და უსასყიდლოდ გადმოგვქცეს მათი კუთვნილი შენობა, მიმდებარე ტერიტორიით. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, კერძო შემომწირველებისა და საპატრიარქოს გრანტით უმოკლეს დროში მოთხოვნების შესაბამისად გარემონტდა შენობა, რომელშიც მეხუთე წელია ფუნქციონირებს სასწავლებელი. რაიონის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებითა და ბიბლიოთეკის ღვაწლმოსილი მუშაკის ძალისხმევით სკოლას გადმოეცა მდიდარი წიგნადი ფონდი.
2006 წლიდან 2008 წლამდე ვიწოდებოდით როგორც: ,, საქართველოს საპატრიარქოს შპს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სკოლა”. ხოლო 2008 წლიდან ა(ა)იპ ,, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა”.
მიგვაჩნია, რომ გასულმა 15 წელმა საზოგადოება გარკვეულად მოამზადა იმისათვის, რომ სკოლას ეწოდოს ,, სამრევლო”. ვგულისხმობთ, მართლმადიდებელ მშობლებს, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.
სკოლაში განსაკუთრებული როლი ენიჭება მოსწავლეთა ზნეობრივ აღზრდას, საღვთო სჯულის სწავლებას ემსახურებიან სკოლის მოძღვრები დეკანოზი ვახტანგი (თოხაძე) და მღვდელი იოსები (ნაკაიძე).
წმ. გაბრიელ ეპიკსოპოსის სახელს ვატარებდით, რაც გარკვეულწილად გვაახლოებდა ამ პიროვნების მსოფლმხედველობასთან, საქმიანობასთანაც კი. წმ. გაბრიელისეული იყო გაკვეთილების განრიგის შედგენა _ ძირითადიsa და შუალედურიs მონაცვლეობა.
შუალედურ გაკვეთილებში მოიაზრებოდა: ეთიკa, ფსიქოლოგის საათი; სპორტი (ფეხბურთი), ქართული ხალხური ცეკვების შესწავლა (ვითვალისწინებდით რა ფიზიკური აღზრდის კონკრეტულ მიზნებს), ჭადრაკი (logikuri azrovnebis gansaviTareblad); სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: ქარგვა, ქსოვა, მაკრამე, გობელენი, თოჯინების დამზადება. ამ ეტაპზე, შრომითი საქმიანობა შემოიფარგლება მარტივი სამუშაოებით (ჩვენი მიზანია, განვავითაროთ ჩვენი სკოლის ტრადიცია საჭირო materialur-teqnikuri ბაზის შექმნით). პარალელურად მუშაობს აღნიშნულ დისციპლინათა წრეებიც.
დღეს პროფესიონალი მუსიკოსების ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებულია ქართულ ხალხურ საკრავთა ანსამბლი, ხალხურ სიმღერათა და mგალობელთა შემსწავლელი გუნდი.
სკოლის ინდივიდუალურობის კუთხით აღსანიშნავია დაარსების დღიდან საგნობრივი (ქართულს - ქართულის, მათემატიკას - მათემატიკის დაწყებითი კლასების მასწავლებლები ასწავლიან) სწავლება დაწყებით კლასებში, გაზრდილი საათობრივი მაჩვენებლებით.
სკოლა მუშაობს დღის გახანგრძლივებული რეჟიმით. ცალკეულ დისციპლინებს საგნის სპეციალისტები ასწავლიან, კერძოდ: ბუნებისმეტყველება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, სპორტი, ქართული ხალხური ცეკვა. გრძელდება რამდენიმე საგნის ( ქართული, უცხოური ენები ( რუსული, ფრანგული, ინგლისური, გერმანული) მათემატიკა, საბუნებისმეტყველო) გაძლიერებული სწავლება II-III საფეხურზეც.
მოსწავლეთა რაოდენობა შეზღუდულია. დაარსების დღიდანვე, ჩვენთან სწავლობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები. მათთან მუშაობს ინკლუზიური განათლების კოორდინატორი.
შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთმა პირველებმა დავნერგეთ ათბალიანი (კომპეტენტური) შეფასების სისტემა თემატური, სემესტრული ჩათვლებისათვის, ხოლო უნიშნო სწავლებას ვახორციელებდით მიმდინარე შეფასებისათვის. სასწავლებლის მოსწავლეები და მასწავლებლები მონაწილეობენ როგორც საპატრიარქოს სკოლების კონფერენციებში, ასევე საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში.
სკოლაში ჩამოყალიბებულია მოსწავლე-მასწავლებელთა და კლასების რეიტინგის დამდგენი კომისია, რომელიც სემესტრულად, წლიურად მონიტორინგს უწევს დასახელებულ რგოლებს.
მოსწავლის ქცევის რეგულირებისათვის სკოლამ (მოსწავლეების ანკეტური გამოკითხვის საფუძველზე) შეიმუშავა ე.წ. ‘ოქროს წესები’ _ ყოველკვირეული შეფასება ანუ მოსწავლეზე დაკვირვების ფურცელი _ რომელსაც თითოეული კლასის დამრიგებელი საგნების მასწავლებლებთან შეთანხმებით ავსებს. აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს მოვალეობების შესრულების, მოწესრიგებულობის, ქრისტიანული დამოკიდებულებების ანალიზს. რის შედეგადაც იკვეთება წასახალისებელ და პრობლემურ მოსწავლეTa suraTi. პრობლემის დასაძლევად მშობლebთან ერთად ჩართულნი არიან სკოლის მოძღვარი და საღვთო სჯულის მასწავლებელი.
შედეგები მუდმივად ეცნობებათ მშობლებს ე.წ. მშობელთან მიმოწერის დღიურების მეშვეობით.
ჩვენი მისიაა: მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის ისეთი საგანმანათლებლო მომსახურება, რომელიც შესაბამისობაში იქნება ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. მომავალი თაობის ტრადიციულ, კულტურულ ღირებულებებზე აღზრდა, რათა მათ შეძლონ: 1. დამოუკიდებლად ცხოვრება და აზროვნება, ქრისტიანული ფასეულობების გათვალისწინებით; 2. როგორც საკუთარი, ასევე სხvისი უფლებების გამოყენება და დაცვა; 3. მიღებული ცოდნის რეალიზება და ახასიათებდეს განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა, როგორც ერის სულიერი სიჯანსაღისა და სახელმწიფორბრივი სუვერენიტეტის აუცილებელი პირობა.
ვებ-გვერდი: www. gabrielepiskoposisskola.ge www.facebook.com/gabrielepiskoposissaxelobissamrevloskola