დღეს 9 აპრილია, დღე _ ტრაგიკულიც, ბედნიერიც _ ჩვენი არცთუ შორეული წარსულიდან. 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ლიხაურელი გოგონას, ნინო თოიძის, ხსოვნას პატივი მიაგეს ჩვენი სკოლის მეხუთეკლასელებმა (დამრიგებელი: ისტორიის მასწავლებელი ხათუნა სალუქვაძე). ,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემის..". ტაძრისკენ, რომელთან ახლოსაც ნინო თოიძის განსასვენებელია, ტიტებით მიმავალ ბავშვებს არასდროს გაუნელდებათ დღევანდელი ემოციები..

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და მათემატიკის კათედრის თანამშრომლობით განხორციელდა პროექტი ,,ჩემი კუთხის უცნობი ისტორია".პროექტის ფარგლებში მე-11 კლასის მოსწავლეებმა დათი კვაჭანტირაძემ და ერეკლე გორდელაძემ შექმნეს ვიდეორგოლი,რომელიც მოგვითხრობს თამარ მეფის საწინამძღვრო ჯვრის უცნობ ისტორიას.
















