,,აი იაზე“ გაყოლილი პატარა თითები

,,აი იაზე“ გაყოლილი პატარა თითები
უფლის წინაშე სალოცავ ქართულს ეფერებიან.
ახლა მოგიყვებით ჯადოსნურ ამბავს... იყო და არა იყო რა... ერთ პატარა და ლამაზ ქალაქში ძალიან ლამაზი სკოლა დგას... ლამაზი ხეებით, ყვავილებით... და კიდევ უფრო ლამაზი ბავშვებით სავსე... შემოდგომის თბილი დილაა... ბავშვები ცნობისმოყვარე, გაბრწყინებული თვალებით შესცქერიან მასწავლებელს. რაღაც ახლის მოლოდინში. ეს ხომ სასწაულებით სავსე სამყაროა..
,,აი ია“ _ კითხვას ვიწყებთ..
ბედნიერი მასწავლებელი კიდევ უფრო ბედნიერ მოსწავლეებთან ერთად!!!
ყველაზე სამახსოვრო გაკვეთილის კულმინაცია_ხათუნა მასწავლებლის ჩანაფიქრით დედიკოებიც ბრუნდებიან ბავშვობაში. მოწიწებით ხაზავენ ქართულ ასოებს.
იები გვიმზერენ წიგნიდან, დაფიდან, კედლებიდან, ხატულა გოგო-ბიჭების თვალებიდან. მზე და ღრუბლებიც იებს აფრქვევენ.
 
 
 
 
 
 
 
 

პროექტი ,,წიგნიერი"

თვალსაწიერის გაფართოება, გემოვნებიან მკითხველად ჩამოყალიბება; ლოგიკური აზროვნებისა და კვლევითი, ასევე თანამშრომლობითი უნარების განვითარება _ ამ მიზნებსა და ამოცანებს ემსახურება პროექტი ,,წიგნიერი“, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თეა ასიეშვილი ყოველწლიურად ახორციელებს. პროექტს ერთგვარი მარათონის სახე აქვს და წლის განმავლობაში სამ ეტაპად ტარდება. ამჯერად ერთმანეთს მეხუთე კლასის ოთხი გუნდი შეეჯიბრა. მოსწავლეები მოტივირებულნი, მომზადებულნი შეხვდნენ საფინალო ტურს. წამახალისებელი პრიზი თითოეულმა მონაწილემ მიიღო. დაჯილდოვდნენ მოაზროვნეები, კაპიტნები.. ბლიცტურნირის გამარჯვებული მეხუთე კლასის მოსწავლე ლუკა მუჯირი გახდა.

 

 

 

,,საქმით მეტყველი სული“.

ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი (მასწავლებელი: მაია ბეშიტაიშვილი) მიუძღვნეს წმიდა ილია მართლის დაბადების დღეს და ასე დაასათაურეს: ,,საქმით მეტყველი სული“.
ისაუბრეს ილიას ბიოგრაფიაზე, თაობათა ბრძოლაზე... შემოქმედებიდან განიხილეს ნაწარმოებები: ,,მგზავრის წერილები“, ბედნიერი ერი“.
 
 
 

,,დედაენის“ ზეიმი

გარეთ ოქროსფერი შემოდგომაა. ა (ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პირველ სართულზე, პირველი კლასის საკლასო ოთახში იებმა იფეთქეს! რას დაიტევდა! პატარებმა მთელ სკოლას გადასდეს გულწრფელი, უსაზღვრო სიხარული! ,,დედაენის“ ზეიმი. ოქტომბერი. 2024 წელი (პედაგოგები: ირმა ქილიფთარი, თამილა ბურჭულაძე. ელენე გორგოშიძე).