(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ,,მე და საზოგადოების" გაკვეთილზე ,,წითელქუდას" პერსონაჟების უფლებებზე იმსჯელეს.
ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში, ,,ევროპა ჩემი სახლია" ფარგლებში, XI კლასის მოსწავლე მამუკა სიხარულიძემ, მოაწყო სახალისო პრეზენტაცია ,,ვირტუალური მოგზაურობა ევროპაში".
საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 100 წლისთავს მიეძღვნა კომპლექსური ღონისძიება, რომელიც ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მოსწავლეებმა ჩაატარეს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში. ეს იყო შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობების სინთეზი, რასაც მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი. პედაგოგები: ხათუნა სალუქვაძე, ზაირა ბერიძე, ქრისტინე მათითაიშვილი, ფოტინე გორდელაძე.