ა(ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა
საზოგადოებივ მეცნიერებათა კათედრის
დებულება
შემუშავებულია კათედრის წევრების მიერ
დამტკიცებულია კოლეგიის გაფართოებული სხდომის მიერ
ოქმი# 1
დამოწმებულია სკოლის დირექტორის მიერ:
დებულება
თავი 1. ზოგადი დებულება
1.1. საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრას წარმოადგენს ისტორიის, გეოგრაფიის სამოქალაქო განათლების და სამოქალაქო თავდაცვის მასწავლებლები
კათედრის მუშაობა ეყრდნობა შემდეგ კანონებსა და აქტებს:
1. საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ`
2. ეროვნული სასწავლო გეგმა
3. სასკოლო სასწავლო გეგმა
4. წინამდებარე დებულება
1.2 მოქმედების არეალი
ა(ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლი სკოლა
თავი 2. კათედრის დებულების დამტკიცება
2.1კათედრის დებულებას შეიმუშავებს კათედრის თავ-რე წევრეთან ერთად,
განიხილება და მტკიცდება პედსაბჭოზე.
ამოწმებს სკოლის დირექტორი.
2.2 ძალაში შედის დამტკიცებისთანავე.
თავი 3. კათედრის მიზნები და ამოცანები
3.1. მიზნები: საზოგადოებრივ დისციპლინებში სწავლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა;
მოსწავლეებში ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების სწავლის მიმართ მოტივაციის ამაღლება
3.2 ამოცანები:
• საგნების სწავლებაში არსებული პრობლემების გამოვლენა
• საგნების სწავლებაში თანამედროვე მეთოდების დანერგვა
• მეთოდური მასალების მოძიება, მომზადება
• სხვა კათედრებთან თანამშრომლობა
• სახელმძღვანელოების განხილვა, რეკომენდაციების მომზადება
• გაკვეთილებზე დასწრება-შეფასება
• მონიტორინგის ჩატარება (კრიტიკული მეგობარი)
თავი 4. კათედრის წევრობა
4.1 კათედრის წევრად ითვლება საზოგადოებრივ დისციპლინების ყველა მასწავლებელი
კათედრის სხდომა ტარდება სემესტრში 2-ჯერ. საჭიროების შემთხვევაში ტარდება რიგგარეშე სხდომა(თავ-რის ან კათედრის უმრავლესობის მოთხოვნით)
4.2 კათედრის წევრების უფლება -მოვალეობები:
კათედრის წევრს აქვს უფლება
• მიიღოს მონაწილეობა სახელმძღვანელოების შერჩევაში;
• საათების განაწილებაში
• კათედრის მუშაობის დაგეგმვაში
• მოითხოვოს ტრენინგების მოსმენა
• მიიღოს კვალიფიციური მეთოდური დახმარება
• შეიმუშავოს წინადადებები და რეკომენდაციები და მიაწოდოს დირექციას,კოლეგიის გაფართოებულ სხდომას.
• განახორციელოს ინოვაციური პროექტები
• მიიღოს მონაწილეობა სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში და დამტკიცებაში
• მიიღოს მონაწილეობა კათედრის მუშაობაში
• მიიღოს მონაწილეობა საგამოცდო ტესტების შემუშავებაში
• კათედრის მუშაობის შეფასებაში
• მონაწილეობა მიიღოს სხვა კათედრებთან კოორდინირებულ მუშაობაში
თავი5. კათედრის თავ-რე
კათედრის თავ-რე ირჩევა წელიწადში ერთხელ, გამონაკლის შემთხვევაში 2 წლით .
თავმჯდომარის უფლება-მოვალეობა:
• მუშაობის ორგანიზება
• დოკუმენტების წარმოება/ შენახვა
• გუნდური მუშაობის კოორდინირება
• კათედრის საქმიანობის დაგეგმვა
• მონიტორინგი
• შეფასება
• ანგარიშის მომზადება, პედსაბჭოსთვის წარდგენა
• სხვა კათედრებთან თანამშრომლობა.
თავი 6 კათედრის სხდომა და გადაწყვეტილებები
6.1კათედრა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება უმრავლესობა;
სხდომას ატარებას თავ-რე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
თავი 7. ცვლილება-დამატებები დებულებაში
7.1დებულებაში ცვლილებება/დამატებების შეტანის უფლება აქვს კათედრის თავ-რეს წევრებთან ერთად.
7.2 ცვლილებებს ამტკიცებს პედაგოგიური კოლეგიის სხდომა
21 ნოემბერს ა(ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ინიციატივით , ჩატარდა კონკურსი „ სკოლის ინტელექტუალი“, რომელიც მიეძღვნა ბავშვის უფლებათა დაცვის დღეს , მასში მონაწილეობა მიიღეს IX, X, XI კლასების მოსწავლეებმა.
კონკურსის მიზანი: მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება სასწავლო დისციპლინებში.
კონკურსი ჩატარდა სამ ტურად, გამოვლინდნენ გამარჯვებულები: I ადგილი- ანა სკამკოჩაიშვილი (X კლასი), II-III ადგილები (თანაბარი ქულებით) მარიამ მელუა(XI კლასი) და ბექა ღლონტი (IX კლასი).
21 ნოემბერს ა(ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ინიციატივით , ჩატარდა კონკურსი „ სკოლის ინტელექტუალი“, რომელიც მიეძღვნა ბავშვის უფლებათა დაცვის დღეს , მასში მონაწილეობა მიიღეს IX, X, XI კლასების მოსწავლეებმა.
კონკურსის მიზანი: მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება სასწავლო დისციპლინებში.
კონკურსი ჩატარდა სამ ტურად, გამოვლინდნენ გამარჯვებულები: I ადგილი- ანა სკამკოჩაიშვილი (X კლასი), II-III ადგილები (თანაბარი ქულებით) მარიამ მელუა(XI კლასი) და ბექა ღლონტი (IX კლასი).
ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში 6 ოქტომბერს ჩატარდა სამოქალაქო განათლების გაკვეთილი განსხვავებული ფორმატით თემა:,,იმიტირებული არჩევნები". ოთხი პარტიის ,,წარმომადგენლებმა" დარბაში მსხდომთ გააცნეს თავიანთი ,,სამოქმედო პროგრამა" 1.,,მეგრელიშვილი დემოკრატები" 2. ,,ნათელი მომავალი" 3. ,,დიქტატორ დემოკრატები" 4. ,,ბარამიძე მეგრელაძე". გენდერული ბალანსი დაცული იყო- ერთი გოგონა და სამი ვაჟი. არასამთავრობო ორგანიზაციის, ტელელკომპანია ,,რუსთავი 3-ის" ,,ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში 6 ოქტომბერს ჩატარდა სამოქალაქო განათლების გაკვეთილი განსხვავებული ფორმატით თემა:,,იმიტირებული არჩევნები". ოთხი პარტიის ,,წარმომადგენლებმა" დარბაში მსხდომთ გააცნეს თავიანთი ,,სამოქმედო პროგრამა" 1.,,მეგრელიშვილი დემოკრატები" 2. ,,ნათელი მომავალი" 3. ,,დიქტატორ დემოკრატები" 4. ,,ბარამიძე მეგრელაძე". გენდერული ბალანსი დაცული იყო- ერთი გოგონა და სამი ვაჟი. არასამთავრობო ორგანიზაციის, ტელელკომპანია ,,რუსთავი 3-ის" ,,წარმომადგენლებმა" ,,დეპუტატობის კანდიდატებს" დაუსვეს კითხვები. ექსპერტმა ,,გააკეთა პროგნოზი" არჩევნების შესახებ. ჩატარდა არჩევნები,ორი ,,კანდიდატი" გადავიდა მეორე ტურში.
1. საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:
ა) ჩვენი საქართველო (ისწავლება V-VI კლასებში);
ბ) საქართველოს და მსოფლიო ისტორია (ისწავლება VII- VIII, XI -XII კლასებში);
გ) საქართველოს ისტორია (ისწავლება IX კლასში);
დ) შესავალი ისტორიაში (ისწავლება X კლასებში);
ე) გეოგრაფია (ისწავლება VII- VIII კლასებში);
ვ) საქართველოს გეოგრაფია (ისწავლება IX კლასში);
ზ) მსოფლიოს გეოგრაფია (ისწავლება X კლასში);
თ) გლობალური პრობლემების გეოგრაფია (ისწავლება XI კლასში);
ი) სამოქალაქო განათლება (ისწავლება IX-X კლასებში);
კ) სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება (ისწავლება IV, VIII და XII კლასებში);
ლ) საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება (ისწავლება XI კლასში);
2. საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივი ჯგუფის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის აღზრდას; მიაწოდოსმოსწავლეს ინფორმაცია მშობლიური გარემოს შესახებ; დაეხმაროს მას, განსაზღვროს მშობლიური ქვეყნის ადგილი მსოფლიო ისტორიულ და გეოგრაფიულ პროცესებში; ჩამოაყალიბოს იგიპატრიოტ და ჰუმანურ ადამიანად. ამასთან, საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნების სწავლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების გამომუშავებისთვის.