პირველკლასელებმა რიცხვთა სამყაროში შეაბიჯეს

პირველკლასელებმა რიცხვთა სამყაროში შეაბიჯეს. თვლა, შედარება, ზომის, ფორმის, ფერის მიხედვით, წინა და მომდევნო რიცხვების დასახელება... რომელია ზედმეტი? ტერმინები : იმდენივე, ტოლია, თანაბარია, მეტია თუ ნაკლებია/ მარჯვნივ თუ მარცხნივ? თამაში : თვლა არ მეშლება! ეს მათემატიკაში პირველი შემაჯამებელი გაკვეთილი იყო. წინსვლა და მრავალი წარმატება ჩვენს პატარებს!

გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ!!!

მათემატიკის გაკვეთილი მესამე კლასში (მასწავლებელი მაია ჩოლაბარგია) მუდამ ხალისით, თამაშის ელემენტებით ტარდება. არც შემაჯამებელი იყო გამონაკლისი. აჩვენეს: სისხარტე, მოსაზრებულობა,თანამშრომლობა, ლოგიკური აზროვნება.. ყველაფერი დაიწყო მარათონით, მერე ჯგუფებად გაიყვნენ და ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობაში. შეასრულეს მოქმედებები და რიცხვებით მივიდნენ სლოგანამდე: გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ!!!
თითოეული მონაწილე დაჯილდოვდა სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.
 
 
 
 
 

რიცხვები და მოქმედებები

ა (ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი მაია ჩოლაბარგია მუდმივად ახერხებს, რომ მოსწავლეების წინაშე წარმოაჩინოს მათემატიკის შემოქმედებითობა და კრეატიულობა. ერთი შეხედვით რთული და მოსაწყენი მეცნიერების სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმა მისი მოსწავლეებისთვის სახალისოც კია. ამის დასტური იყო დღევანდელი ვიქტორინაც, რომლის მიზანიც გახლდათ შეძენილი ცოდნის ხარისხის შემოწმება, ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების განმტკიცება, მოსწავლეთა შემოქმედებითი პოტენციალის გააქტიურება (სამიზნე ცნება: რიცხვები და მოქმედებები). მესამეკლასელებმა ცნობილი მათემატიკოსების გამონათქვამები სლოგანებად მოირგეს. ვიქტორინა 3 ტურად ჩატარდა. თითოეულ ჯგუფსა და მოსწავლეს აქტიურობის შესაბამისი წამახალისებელი სიგელები გადაეცა.

 

 

 

 

 

,,მეორე კლასი და მათემატიკა“

როგორც გიყვებოდით, მეორე კლასში ერთ-ერთი შემაჯამებელი ღონისძიება იყო ,,მეორე კლასი და მათემატიკა,“ . მოსწავლეებმა აჩვენეს, რომ მათთვის მათემატიკა არის აზროვნება, ლოგიკა, უსასრულობის ერთიანი სიმფონია...

 

 

 

 

 

სწავლა თამაშით

სწავლა თამაშით. მათემატიკის მასწავლებელმა მაია ჩოლაბარგიამ მესამე კლასში ნამდვილი მათემატიკური მარათონი მოაწყო.