ისტ-ის მოყვარულთა წრე

ისტ-ის მოყვარულთა წრე

     

 

 

ვოკალისა და ცეკვის წრეების საანგარიშო კონცერტი

27 იანვარს ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში ჩატარდა ვოკალისა და ცეკვის წრეების საანგარიშო კონცერტი, რომელიც მიეძღვნა წმიდა ნინოს ხსენების დღეს.

 

   

    

 

    

მოჭადრაკეთა გუნდი ზუგდიდის სააღდგომო ფესტივალზე

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მოჭადრაკეთა გუნდი ზუგდიდის სააღდგომო ფესტივალზე   

 

 

ჭადრაკის წრე

    ჭადრაკის წრე მუშაობს კვირაში ორჯერ. წრეში გაწევრიანებულია 17 მოსწავლე II-Vკლასების ჩათვლით. ისწავლება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მასალა. ბავშვებმა I სემესტრში შეძლეს შეესწავლათ ჭადრაკის ისტორია, თამაშის მიზანი, მსოფლიო ჩემპიონების ბიოგრაფიები; შეისწავლეს ჭადრაკის ფიგურათა სვლები, ქიში, შამათი. მათ შეუძლიათ ერთსვლიანი და ორსვლიანი შამათების გამოცხადება.

   ჩატარდა წამახალისებელი კონკურსი „ერთსვლიანი შამათების“ ამოხსნაში. შეფასდა შემდეგი უნარები: კონკურსში ქულათა 50%-ის ან მეტის მოგროვება, ამოხსნის პროცესში ლოგიკური აზროვნების უნარი. მოსწავლეთა უმეტესობამ შეძლო ქულათა 50%-ის დაგროვება. ასევე ჩატარდა წამახალისებელი ტურნირი მოსწავლეებს შორის, რომელშიც გამარჯვება მოიპოვა V კლასელმა ვასიკო ურუშაძემ.

   ჭადრაკში ნიჭით გამოირჩევიან თამარ სირაძე, დავით კვაჭანტირაძე, სერგი ქვილორია, გიორგი ქუტიძე, დაჩი ქუტიძე, ვასიკო ურუშაძე, ნიკოლოზ ბეჟუაშვილი და გიორგი ბეჟუაშვილი.

 

   I სემესტრში ჩატარდა გეგმით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება.

წრეები

სკოლაში ფუნქციონირებს:

ქართული  ხალხური  საკრავების შემსწავლელი წრე (მასწ: ქრისტინემათითაიშვილი)

ქართული ხალხური სიმღერების წრე   (მასწ: ნადიაგორდელაძე)

ქართული ხალხური ცეკვის წრე  (მასწ:მელის ნადირიძე)

 

ჭადრაკის წრე  (მასწ: ეკატერინექუტიძე)