საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება

საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 100 წლისთავს მიეძღვნა კომპლექსური ღონისძიება, რომელიც ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მოსწავლეებმა ჩაატარეს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში. ეს იყო შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობების სინთეზი, რასაც მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი. პედაგოგები: ხათუნა სალუქვაძე, ზაირა ბერიძე, ქრისტინე მათითაიშვილი, ფოტინე გორდელაძე.

            

       

ინგა სირაძის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

ინგა სირაძის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
იხილეთ ბმული
https://drive.google.com/…/1cgm8UOYJecgnnKo428HuukmSf…/view…

იმიტირებული სხდომა

4 დეკემბერს ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში, საგანში ,,სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება" ჩატარდა გაეროს იმიტირებული სხდომა: ,,ტექნოგენური პროცესებით გამოწვეული შედეგები".
მოსწავლეებმა მოამზადეს მასალები, მოირგეს სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენელთა როლი, წარმოადგინეს სახელმწიფოთა პოზიციები გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებით.

 

   

 

მხიარული გაკვეთილები

მხიარული და შემეცნებითი გაკვეთილები ,,მე და საზოგადოება"-ში

        

 

    

 

,,საქართველო 1918-1921 წლებში"

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის საიუბილეოდ ჩატარდა ღონისძიება ,,საქართველო 1918-1921 წლებში". პრეზენტაცია მოამზადეს მე-10 კლასის მოსწავლეებმა. პედაგოგი: ხათუნა სალუქვაძე.

 

 

 

Subcategories