2016 წლის 6 დეკემბერს ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის საპატიო ბიბლიოთეკარის, ქ-ნ ზინა სალუქვაძის ინიციატივით, ჩატარდა კონფერენცია თემაზე: ,,ათასად კაცი დაფასდა, ათი ათასად - ზრდილობა“
კონფერენციას ესწრებოდნენ - შემოქმედელი მთავარეპისკოპოსი იოსები, შემოქმედის ეპარქიის მოძღვრები, ოზურგეთის საზოგადოების წარმომადგენლები, სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები.
2016 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის ინიციატივით გამართა კონფერენცია თემაზე: ,,რელიგიის სწავლება სკოლაში". საკონფერენციო დღის პირველ ნაწილში შედგა შეხვედრა საპატრიარქოში უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორესთან, რომელმაც დალოცა კონფერენციის მონაწილეები.
კონფერენციას უძღვებოდა საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელი რუსთაველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი). აღნიშნულ კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ:,,საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის" მოძღვარი მღვდელი გიორგი (კობალავა) თემა: ,,რელიგია და ათეიზმი" და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ზაირა ბერიძე თემა: ,,რელიგია და სამოქალაქო განათლება"
2014 წლის 8-9 აპრილს ა(ა) იპ ,,საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა" ში ჩატარდა მოსწავლეთა მე-5 სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია