სიახლეები
- Details
-
Category: სიახლეები
-
Published on Wednesday, 29 January 2025 08:37
-
Written by gia
-
Hits: 116
მესამე კლასმა 2024-2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრი შინაარსიანად გაატარა. საკლასო საჩვენებელი ღონისძიებები სხვადასხვა მიმართულებთ ჩატარდა.
ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ხელოვნებაში. შემოდგომასთან შეხვედრა მასწავლებლებმა (ქართული ენა და ლიტერატურა _ ხათუნა გულბიანი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება _ ელენე სარიშვილი) საინტერესოდ ჩაიფიქრეს: შემოდგომა _ ფოთოლცვენის სიზმარი“. ლექსები, მხატვრული კითხვა, შემოდგომის ფერთა გამა... გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა ხალისით შეამკეს ნეკერჩხალი ნაირნაირი ფოთლებით.
იურიდიული კონსულტაცია _ საგანი: მე და საზოგადოება, მასწავლებელი : ზაირა ბერიძე. მოსწავლეებმა იურიდიული მომსახურება გაუწიეს ზღაპრის გმირებს მათი უფლებების დასაცავად.
,,იესო იშვა საოცარ ღამეს“ _ მესამეკლასელებმა სემესტრი შეაჯამეს საშობაო თემატიკით. მათ მუსიკალურ-მხატვრულ კომპოზიციაში გააცოცხლეს ბეთლემის საოცარი შობის ღამე.