10-11 იანვარს ა (ა) იპ ,,საქართველოს საპატრიარქოს ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა მონაწილეობდა ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში გამართულ ყოველწლიურ საშობაო ფესტივალში. ჩვენი სკოლა ტრადიციულად სტუმრობს „გენეთლიას“, ამჯერადაც საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ სხვა სასწავლებლებთან ერთად წარდგა აუდიტორიის წინაშე და მონაწილეობა მიიღო ყველა დაგეგმილ ღონისძიებაში: მოსწავლეთა კონფერენცია (მე-11 კლასის მოსწავლე დავით კვაჭანტირაძე, პედაგოგი: ხათუნა სალუქვაძე), ხატვის კონკურსი (მე-10 კლასის მოსწავლე ანა მახარაძე), მოსწავლეთა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა ... 11 იანვარს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროგრამა: აკეთური ალილო, საშობაო ტროპარი, ,,საღმრთომან მადლმან“ (პედაგოგი: მარიამ დუმბაძე), გურული სიმღერების ტროპარი (პედაგოგი და სიმღერის ავტორი: თამილა ბურჭულაძე.. ცეკვა ,,ფუნდრუკი “ (პედაგოგი: მელის ნადირიძე). ემოციური იყო ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურების მიხედვით მომზადებული ლიტერატურული კომპოზიცია (პედაგოგი: მაია ბეშიტაიშვილი) და დასკვნითი_ ცეკვა ,,დაისი“ (პედაგოგი მელის ნადირიძე).