სიახლეები

ნეტავ, ჩვენს სიტყვას ომის შეჩერება შეეძლოს..!“

,,მზეო, ჩვენთან რომ ჩამოხვიდე, შენც კი უკან დაბრუნებას ისურვებ. შენი სიცხე ძლიერ სიცივედ იქცევა... ვერ მოითმენ, აგეტირება. ნეტავ, ჩვენს სიტყვას ომის შეჩერება შეეძლოს..!“ ეს ერთ-ერთია იმ გულიდან წამოსულ გზავნილთაგან, რომლებიც დღეს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მოსწავლეებმა ერთობლივ ლოცვას შეუერთეს. მთელი სასკოლო საზოგადოება ლოცულობდა მშვიდობის, ბოროტების დათრგუნვის, კეთილის გავრცობისათვის! სამღვდელოებამ, მასწავლებლებმა, მშობლებმა, მოსწავლეებმა ღვთისმშობლის მიმართ პარაკლისი აღავლინეს. შეგროვდა შემოწირულობა, რომელიც გადაერიცხება დაზარალებულ უკრაინელ ბავშვებს.