ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის V კლასში ჩატარდა შიდა დაკვირვების გაკვეთილი ხელოვნებაში თემაზე: ,,გაცოცხლებული სურათები"
პედაგოგი: ნატო სალუქვაძე
ახალგაზრდული კავშირი ,,ევროკლუბის" მიერ ჩატარებულ ,,მხიარულ სტარტებში" ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მოსწავლეებმა პირველი ადგილი დაიკავეს.
პედაგოგი: კახაბერ ტუღუში.
1 ესთეტიკური აღზრდის კათედრა ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას, ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს ,კანონს, სკოლის სასწავლო გეგმას
მოქმედების არეალია: წმ.გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში მიმდინარე
საგანმანათლებლო პროცესები.
2 კათედრის წევრთა საქმიანობა არის კოორდინირებული, მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული.
კათედრის თითოეული წევრი:
ა) აცნობიერებს თავის პროფესიულ ვალდებულებებს პედაგოგებისა და მოსწავლეების წინაშე.
ბ) ზრუნავს განვითარებისთვის, ეძებს და ნერგავს ინოვაციურ მეთოდებს და გამოცდილებას უზიარებს კოლეგებს.
გ)მოსწავლეებში სწავლის მოტივაცის ასამაღლებლად მუდმივად იყენებს მისთვის ხელმისაწვდომ რესურს (ისტ, თვალსაჩინოება პრაქტიკული საქმიანობა და სხვა.
დ) ხელს უწყობს როგორც მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ასევე მათ პიროვნულ განვითარებას, სწორი მოქალაქეობრივი პოზიციის ჩამოყალიბებასა და საზოგადოებაში თვით დამკვიდრებას.
ე) კლასგარეშე მუშაობის დაგეგმვისას ითვალისწინებს მოსწავლეთა ინტერესებსა და შესაძლებლობებს და მას წარმართავს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით
II
კათედრის მიზნები და ამოცანები
ზოგადი მისია (რისთვის არსებობს კათედრა?)
· პროფესიული ცოდნის ამაღლება, დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბება, ინტელექტუალური დონის ამაღლება ბავშვებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება .
· სწავლების თანამედროვე ინოვაციური მეთოდების დანერგვა.
· საგნობრივი ჯგუფის, საგნის /სწავლების კორდინირება/
· კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება.
· წარმატების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება.
· სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით
III
1. კათედრა მსჯელობს და ადგენს შეფასების კომპონენტებს, გეგმავს შეფასების კრიტერიუმებს;
2. გეგმავს ღია გაკვეთილებს, სასკოლო ღონისძიებებს;
3. ავლენს კათედრის წარმატებულ პედაგოგს, მოსწავლეს და გარკვეულ ჯილდოს გადასცემს მათ;
4. კათედრის გამგის კანდიდატურას წარუდგენს პედაგოგთა გაფართოებულ სხდომას.
IV
ფუნქცია-მოვალეობები
· კათედრის შეხვედრების ორგანიზება ( დღის წესრიგის მომზადება ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციების წარმოება, შენახვა )
· სკოლის მართვის ორგანოებისთვის კათედრის შეხვედრების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებათა მიწოდება.
· შესრულებული საქმიანობების შეფასება, მონიტორინგი, ფუნქციების ეფექტურად გადანაწილება.
· კათედრული სტრატეგიული გეგმის შემუშავება
· კათედრის თავჯდომარე მინიმუმ ორჯერ წარუდგენს ანგარისშ სკოლის ადმინისტრაციას.
V
ვალდებულებანი
კათედრა ვალდებული:
· შეიკრიბოს სემესტრში მინიმუმ ორ-სამჯერ.
· განიხილოს და დადგინოს თითოეული წევრის კლასგარეშე გეგმები;
· შეაჯამოს გასული სემესტრის /წლის შედეგები ( შესაბამისად, საგანში მოსწავლეთად და მასწავლებელთა რეიტინგები)
· კათედრის სადემონსტრაციო დაფაზე სისტემატურად (პერმანენტულად) გამოაკრას საჭირო ინფორმაცია.
2015 წლის თებერვლის თვეში ქ.ოზურგეთის სპორტული სკოლის ინიციატივით რაიონის მასშტაბით სკოლებს შორის გაიმართა საფეხბურთო ტურნირი, რომლის მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სკოლის საფეხბურთო გუნდების დაახლოება.ტურნირში, ეტაპობრივად მონაწილეობა მიიღო 8 გუნდმა.გუნდები დაკომპლექტებული იყო 2000-2001 წელში დაბადებული მოსწავლეებით
წმ.გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სკოლის გუნდი “აისბერგი“ წარმოდგენილი იყო მეცხრეკლასის ვაჟებით. გუნდმა ჩატარებული 3 მატჩიდან 2 მოიგო.