,,მეორე კლასი და ხელოვნება“!

სასწავლო წელი წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მეორე კლასში რამდენიმე მიმართულებით შეჯამდა. სასკოლო საზოგადოებას წარმოვუდგენთ თითოეული ღონისძიების ფრაგმენტებს: ,,მეორე კლასი და მათემატიკა“, ,,მეორე კლასი და ხელოვნება“, მეორე კლასი და გაზაფხული“. მაშ ასე: ,,მეორე კლასი და ხელოვნება“!
სასწავლო წლის ბოლოს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილი მეორე კლასში (მასწავლებელი: ელენე სარიშვილი) სახალისო გამოფენა-კონკურსით აღინიშნა. ბავშვები სხვადასხვა ნომინაციით დაჯილდოვდნენ: ,,საუკეთესო ფერთა შეხამება“, ,,საუკეთესო კომპოზიცია“, ,,სწრაფი ხელი“, ,, საუკეთესო სილუეტი“, ,, საუკეთესო ხედვა“. კონკურსანტებმა მნახველებს სიამოვნებით წარუდგინეს საკუთარი ნამუშევრები.
 
 

შობა-კალანდა გურიაში

ა (ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის ესთეტიკის კათედრამ მეორე სემესტრის დასაწყისში ეთნოგრაფიული მიმართულების რამდენიმე ინტეგრირებული პროექტი მოამზადა (პედაგოგები: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი, კათედრის გამგე ნატო სალუქვაძე და მუსიკის მასწავლებელი მაია სურგულაძე). მათ შორის: ფოტოკონკურსი ,,შეაჩერე წამი“ (VI-VII კლ.), ,,შობა-კალანდა გურიაში“ (VII კლ) . პროექტების შეჯამებისას სიგელებით დაჯილდოვდნენ ფოტოკონკურსის მონაწილეები. გამარჯვებულ ელენე ჩავლეშვილს (მე-7 კლასი) სპეციალური პრიზი გადაეცა. გაიმართა პრეზენტაცია, რომელსაც სხვადასხვა კლასის მოსწავლეები და დირექციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე მეშვიდეკლასელებმა წარმოადგინეს პლაკატები, რომლებზედაც ასახული იყო ანიმაციების გურიისთვის დამახასიათებელი საშობაო ტრადიციები), აჩვენეს ვიდეორგოლი და ანიმაცია. დაჯილდოვდა მეშვიდეკლასელი ანიმატორი გურამ ხელაძე. მოისმინეს საგალობელი ალილო და ისაუბრეს ალილოს ტრადიციაზე გურიაში. მონაწილეებმა მსმენელებიც არ დატოვეს უყურადღებოდ. ჩატარდა მინივიქტორინა და ყურადღებიან მსმენელებს საჩუქრად ჩურჩხელები გადაეცათ. ბავშვებმა პედაგოგებსაც მიაკუთვნეს სიმბოლური , მადლიერების გამომხატველი სიგელები.

 

 

 

 

 

ფოტოგრაფია

ფოტოგრაფია გამოსახულების აღბეჭდვის პროცესია, რომლის დროსაც სინათლე მის მიმართ მგრძნობიარე ზედაპირზე ფოკუსირდება, ფოტოს მეშვეობით დროის შეჩერებისა და ჩვენი თვალისთვის საინტერესო ბუნებრივი მოვლენების,სილამაზის,აღქმის ჩვენეული ვერსიის დაფიქსირება შეგვიძლია. ,,შეაჩერე წამი!“ _ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის, ნატო სალუქვაძის მიერ ორგანიზებული კონკურსის ფარგლებში VI-VII კლასების მოსწავლეებმა ჩინებული ფოტოები შექმნეს. ცისია გარდაფხაძე წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეა. სიამოვნებით ჰყვება კომპლექსური დავალების შესახებ: ,,საშუალება მოგვეცა, შეგვეგრძნო ჩვენი მოქარგული მთა-ბარის სილამაზე; დაგვეჭირა მშვენიერი წამი... “ საუკეთესო აღმოჩნდა ელენე ჩავლეშვილის (მე-7 კლასი) ფოტოები. ბრწყინვალედ იმუშავეს ასევე: ელენე თენიეშვილმა, გაგი ვაშაყმაძემ, მარიამ ზოიძემ (მე-7 კლასი); ბარბარე ცენტერაძემ, თამარ დანელიამ (მე-6 კლასი). მოსწავლეების გადაღებულმა კადრებმა ერთი ნაბიჯით მიგვაახლოვა ფოტოხელოვნებას.
მადლობა, ბავშვებო!
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ცით ნაკურთხი ხმები

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში არდადეგების დაწყებასთან დაკავშირებით, I კლასში ჩატარდა შემაჯამებელი კონცერტი ,,ცით ნაკურთხი ხმები".
პედაგოგი: თამილა ბურჭულაძე.

 

 

აღდგომიდან-ამაღლებამდე

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში ჩატარდა ვოკალისა და ქართულ ხალხურ საკრავთა წრეების საანგარიშო კონცერტი ,,აღდგომიდან-ამაღლებამდე".
პედაგოგები: თ. ბურჭულაძე, ქ. მათითაიშვილი.