საბუნებისმეტყველო კათედრაზე დაწყებითსაფეხურზეისწავლებაინტეგრირებულისაგანი ,,ბუნებისმეტყველება”,
საბაზო საფეხურზე
VII კლასი - საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები -ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის საფუძვლების ინტეგრირებული კურსი.
VIII და IX კლასები - ბიოლოგია,ქიმია, ფიზიკა- ცალ-ცალკე საგნები.
საშუალო საფეხურზე
X და XI კლასები - ბიოლოგია,ქიმია, ფიზიკა- ცალ-ცალკე საგნები.
საშუალო საფეხურზე ისწავლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების არჩევითი კურსებიც.
ბ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების მიზანი და ამოცანები
მიზანი:
საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების მიზანია აზიაროს მოსწავლე საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს შეიცნოს და გაითავისოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ.
ამოცანები:
ცოდნა:
· ცოცხალი სამყარო და სასიცოცხლო პროცესები;
· სამყაროში მიმდინარე ფიზიკური და ქიმიური მოვლენები;
· დედამიწა და გარესამყარო;
· გარემოს მდგრადი განვითარების პრინციპები.
მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევები:
· დაკვირვება, აღწერა;
· კვლევის საგნის განსაზღვრა;
· კვლევის ეტაპების განსაზღვრა;
· აღრიცხვა;
· კლასიფიკაცია;
· გაზომვა;
· კომუნიკაცია;
· მონაცემების ინტერპრეტაცია;
· განჭვრეტა/ჰიპოთეზის გამოთქმა;
· ცდის დაგეგმვა;
· ცდის ჩატარება;
· მონაცემთა ანალიზი და შეფასება;
· მოდელის შექმნა და გამოყენება.
დამოკიდებულება:
· ინტერესი საბუნებისმეტყველო დისციპლინების მიმართ;
· საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მნიშვნელობის გააზრება;
· ინტერესი მეცნიერული კვლევისა და სიახლეების მიმართ;
· თანამშრომლობის სურვილი;
· გარემოზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა;
· უსაფრთხო ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობის გააზრება.