1. უცხოური ენების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:
ა) პირველი უცხოური ენა (ისწავლება I-XII კლასებში);
ბ) მეორე უცხოური ენა (ისწავლებაVII– XII კლასებში).
2. პირველი კლასიდან სავალდებულოა ინგლისური ენის სწავლება.
3. პირველი უცხოური ენის სწავლება იწყება პირველი კლასიდან, ხოლო მეორისა – VII კლასიდან (გარდა არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის დადგენილი გამონაკლისისა).
4. სკოლა უფლებამოსილია გამონაკლისის სახით, სამინისტროსთან შეთანხმებით, მეორე უცხოური ენის სწავლება დაიწყოს ნებისმიერი კლასიდან.
5. უცხოური ენების სწავლებამ მოსწავლეს უნდა განუვითაროსსახელმწიფო ენასთან ერთად სულ მცირე ორ ენაზე კომუნიკაციის უნარი.
6. დასაშვებია, რომ არაქართულენოვანმა სკოლებმა/სექტორებმა თავიანთ მოსწავლეებს, მშობლიური და სახელმწიფო ენების გარდა, ერთი უცხოური ენა ასწავლონ.
7. უცხოური ენების საგნობრივი ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მოსწავლეებმა შეძლონ წერილობითი და ზეპირი ფორმით კომუნიკაცია უცხოურ ენაზე/ენებზე. ყველა სხვა საგნობრივი ჯგუფის მსგავსად, ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს შეძენილი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარის განვითარებას.
8. უცხოური ენის საგნობრივი სტანდარტები შედგენილია ენის ფლობის დონეების მიხედვით და საერთოა ნებისმიერი უცხოური ენისათვის. საგნობრივი პროგრამების შინაარსი ითვალისწინებს მხოლოდ რამდენიმე ენას, თუმცა სკოლას უფლება აქვს, მოსწავლეებს ამ ენების ნაცვლად სხვა ენა/ენები შესთავაზოს, რაც უნდა განისაზღვროს სასკოლო სასწავლო გეგმით.
9. საშუალო საფეხურის დასრულებისას ერთ-ერთ უცხოურ ენაში მოსწავლე უნდა ფლობდეს სIII-სVI დონეს (B1), ხოლო მეორე უცხოურ ენაში - სII დონეს (A2).