ინგლისური ენის შემაჯამებელი გაკვეთილი მე-3 კლასში

ინგლისური ენის შემაჯამებელი გაკვეთილი მე-3 კლასში (პედაგოგი: ინგლისური ენის მასწავლებელი თეა დოლიძე) სახალისო, როლური თამაშებით დატვირთული აღმოჩნდა. მოსწავლეებმა მოირგეს შერჩეული პროფესიების უნიფორმები, წარმოადგინეს შესაფერისი ნივთები.

 

დედამიწის დღე

დედამიწის დღე ჩვენს სკოლაში სხვადასხვაგვარად აღინიშნა. მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი: ინგლისური ენის მასწავლებელი თეა დოლიძე) საინტერესო და თვალსაჩინოებებით დატვირთული პრეზენტაციები მოამზადეს.

 

 

 

არა ბულინგი!

ა (ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მეშვიდეკლასელებმა წარმოადგინეს ინგლისურ ენაზე მომზადებული პრეზენტაციები ბულინგის თემაზე (პედაგოგი: ნინო ხვადაგიანი). მასწავლებელმა მონაწილეებს საინტერესო ფილმი აჩვენა. მოსწავლეების პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა მინი დისკუსია. შეხვედრა გამდიდრდა პირადი და სალიტერატურო მაგალითებით.

ფრანკოფონია-მითხარით 10 სიტყვა

ვიდეორგოლი შექმნილია ფრანგული ინსტიტუტის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში ,,dis-mai dix mots"-მითხარით 10 სიტყვა. კონკურსის მიზანია ფრანგული სალიტერატურო ენის გამდიდრება ახალი სიტყვებით, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გამოვლენა განვითარება.
იდეის ავტორები: რუსუდან კვირკველია, თეა ასიეშვილი.
მონაწილეები მე-12 კლასის მოსწავლეები: თეონა ბაკურაძე, თამაზ კეჭაყმაძე, გოგა მარგალიტაძე.
მადლობა ხათუნა სალუქვაძეს და თამილა ბურჭულაძეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

 

 

 

https://www.youtube.com/watch?v=27_kgFhqQBE

,,ვესალმებით ზაფხულს"

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში 13 ივნისს ჩატარდა მე-4 კლასის ინგლისური ენის ღონისძიება ,,ვესალმებით ზაფხულს". პედაგოგები: ეკატერინე ქუტიძე, ნინო ხვადაგიანი, თეა დოლიძე, თამილა ბურჭულაძე.

 

Subcategories