,,თოვდა და თბილისს ებურა თალხი"

მრავალი ტკივილიანი დღეა საქართველოს ისტორიაში. ერთ-ერთი 1921 წლის 25 თებერვალია.
,,თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი...“
შავად თოვდა იმ დღეს თბილისში. ტანჯვითა და ტკივილით ეთხოვებოდა ქვეყანა ძლივს მოპოვებულ თავისუფლებას.
IX კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი _ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია ბეშიტაიშვილი) 24 თებერვალს კოლაუ ნადირაძის ლექსის მიხედვით წარმოადგინეს პრეზენტაცია: ,,და უძრავ იყო თებერვლის ღამე“. ისაუბრეს ავტორზე _ უკანასკნელ ცისფერყანწელზე, ლექსის შექმნის ისტორიაზე, ბიბლიურ ალუზიებზე: გოლგოთა, იუდა, 30 ვერცხლი, ისტორიულ პარალელებზე, მარო მაყაშვილის გმირობაზე. დასკვნით ნაწილში შეეხნენ 2022 წლის 24 თებერვალს, როცა დილის 4 საათზე რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო.
ისევ ნანგრევები, გვამები, ეროვნული ტრაგედია... გამარჯვება უსურვეს თავისუფლებისმოყვარე ხალხს.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

გზანი წამებისანი ორთა მარტვილთაი

საკუთარი ჯვარი მიჰქონდათ და მიდიოდნენ გოლგოთის გზაზე... ორი წმინდანი... ორი მარტვილი! წმ. შუშანიკი და წმ. ჰაბო!
მე-10 კლასმა შეაჯამა ამ ორი მოწამის ცხოვრება. ორი ლიტერატურული შედევრი ერთ გაკვეთილში (პედაგოგი: მაია ბეშიტაიშვილი). როგორც მასწავლებელმა აღნიშნა, შეუძლებელია ერთ გაკვეთილში ჩატიო მათი ღვაწლი! მოსწავლეებმა დისკუსიაც გამართეს და მოახერხეს, ამომწურავად აღენიშნათ ყველა საკვანძო საკითხი; დაეკავშირებინათ დღევანდელობასთან! ემოციური იყო გაკვეთილის დასკვნითი ნაწილი. წაიკითხეს ანა კალანდაძისა და შოთა ნიშნიანიძის ლექსები.
 
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

გულწრფელი სიყვარული დედაენისა!

ძვირფასი ფრაზები, გულწრფელი სიყვარული დედაენისა! მე-4 კლასი.

 

 

 

 

ვეფერებით ქართულ ასოებს!

ვეფერებით ქართულ ასოებს! პირველი კლასი.

 

      

 

     

 

     

 

    

,,დედაენა _ ენა სულისა, ენა გულისა“

წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის პირველი კლასი. 2021-2022 სასწავლო წელი. საზეიმო გაკვეთილი: ,,დედაენა _ ენა სულისა, ენა გულისა“. პედაგოგი: ხათუნა გულბიანი.