- Details
-
Category: საბუნებისმეტყველო
-
Published on Thursday, 23 April 2026 19:52
-
Written by gia
-
Hits: 96
ჩვენი ეკოკლუბის წევრები აქტიურად ვართ ჩართულნი გარემოსდაცვით საგანმანათლებლო საქმიანობაში. ამჯერად ვეწვიეთ ანასეულის სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტს, რომელიც ამ დარგის უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო ცენტრია. ადგილზე დეტალურად გავეცანით უნიკალური ქართული ჩაის, „კიმინის“ მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სპეციფიკას.
( „კიმინი“ ჩინეთიდან შემოტანილი ჩაის ჯიშია, რომელიც საქართველოში კარგი სამეურნეო თვისებებით, მოსავლიანობით და მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ამ ჯიშით არის გაშენებული ანასეული და ნარუჯის ჩაის პლანტაციების ერთი ნაწილი.
სპეციალისტების შეფასებით, ქართული №1, კიმინი, „კოლხიდა” და სხვა ქართული ჯიშის მცენარიდან მიღებული პროდუქცია, თავისი თვისებებით არ ჩამოუვარდება ინდოეთის და შრი ლანკის ჩაის. საუკეთესო ქართული ჩაი გამოირჩევა განსაკუთრებული ნაზი არომატით და სასიამოყნო საგემოვნო თვისებებით.)
აღსანიშნავია, ჩვენი თანამშრომლობა. ვსწავლობთ სხვადასხვა სუბტროპიკული კულტურის გაშენების მეთოდებს. გასულ წელს, პრაქტიკული სამუშაოების ფარგლებში, დავთესეთ „კიმინის“ თესლები. წელს კი, დიდი სიხარულით ვინახულეთ ჩვენი შრომის შედეგი, რომლებიც საკუთარ ნაკვეთებში გადასარგავად წამოვიღეთ. ეს გამოცდილება გვეხმარება აგროეკოლოგიური უნარების განვითარებასა და ბუნებისადმი პასუხისმგებლობის გააზრებაში.
- Details
-
Category: საბუნებისმეტყველო
-
Published on Thursday, 23 April 2026 19:21
-
Written by gia
-
Hits: 101
ეკოკლუბის შეხვედრა მეტყევეებთან
11 დეკემბერს, ტყის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სკოლის ეკოკლუბის ორგანიზებით გურიის სატყეო სამმართველოს მეტყევეები, ბექა ბაკურაძე და ლაშა ჩხარტიშვილი გვეწვივნენ. შეხვედრის მიზანი იყო ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და მშობლიური ბუნების დაცვა-დაფასება.სტუმრებმა მოსწავლეებს გურიის მდიდარი ფლორა და ფაუნა გააცნეს, განსაკუთრებული ყურადღება კი ბახმაროსა და ჩოხატაურის გამორჩეულ ტყეებს დაუთმეს.
შეხვედრაზე განიხილეს სატყეო მეურნეობის მნიშვნელოვანი საკითხები: სანიტარული ჭრის აუცილებლობა და ენერგოპროექტების ფარგლებში მოჭრილი მერქნის დახარისხება-რეალიზაციის პროცესი. მეტყევეებმა დიდი ემოციით ისაუბრეს საკუთარ პროფესიაზე, როგორც ბუნებაზე ზრუნვის კეთილშობილურ გზაზე. მათ მოუწოდეს ახალგაზრდებს, შეიყვარონ გარემო და დაფიქრდნენ ამ საპასუხისმგებლო პროფესიის არჩევაზე.
მოსწავლეები დაინტერესდნენ აღნიშნული პროფესიის პერსპექტივით, აგრეთვე, იმ სირთულეებით რაც ამ პროფესიას ახლავს თან. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს მოზარდებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებასა და მშობლიური ბუნების დაფასებას.
- Details
-
Category: საბუნებისმეტყველო
-
Published on Thursday, 23 April 2026 19:16
-
Written by gia
-
Hits: 107
2025 წლის 15 დეკემბერს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებულმა მხიარულებამ მოიცვა. ეკოკლუბის წევრების ინიციატივით, მოსწავლეებმა ორიგინალურად აღნიშნეს „ბანანის აღმოჩენის დღე“. აქტივობა დილიდანვე კრეატიულად დაიწყო: ბავშვებმა სკოლის ეზოში ბანანებისგან სიმბოლური, გიგანტური ბანანის ფორმის ინსტალაცია შექმნეს, რამაც ყველას ყურადღება მიიპყრო.
ღონისძიების მთავარი ნაწილი დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის მომზადებულ პრეზენტაციას დაეთმო. ეკოკლუბელების მიზანი იყო უმცროსი მეგობრებისთვის ბანანის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ინტერაქციის მიზნით, პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პატარებმა გაიგეს ბევრი საინტერესო ფაქტი ბანანის სამშობლოს, მისი გავრცელების არეალისა და იმპორტიორი ქვეყნების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბანანის კვებით ღირებულებასა და იმ გრძელ გზას, რომელსაც ეს ეგზოტიკური ხილი საქართველოში მოხვედრამდე გადის.
პრეზენტაციის დასასრულს, მიღებული ცოდნის შესამოწმებლად, მოეწყო მცირე ვიქტორინა. ბავშვები, რომლებმაც დასმულ შეკითხვებს სწორად უპასუხეს, სიმბოლურად ბანანებით დაჯილდოვდნენ. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეებში ჯანსაღი კვების პოპულარიზაციასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების განვითარებას.


- Details
-
Category: საბუნებისმეტყველო
-
Published on Thursday, 23 April 2026 19:08
-
Written by gia
-
Hits: 102
ტყეების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ეკოკლუბის წევრებმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს უჩვენეს ფილმი ,,ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა“. ფილმი მოგვითხრობს ერთი მოხუცი მწყემსის, ელზეარ ბუფიეს შესახებ, რომელიც საფრანგეთის ალპების მიტოვებულ, უნაყოფო და ქარიან მხარეში ცხოვრობს. ის ჩუმად, ყოველდღე რგავს ასობით მუხის კაკალს. წლების განმავლობაში, მაშინაც კი, როცა მსოფლიო ომებშია ჩაბმული, ბუფიე აგრძელებს თავის საქმეს. საბოლოოდ, მისი დაუღალავი შრომით უსიცოცხლო უდაბნო აყვავებულ ტყედ და სიცოცხლით სავსე ოაზისად იქცევა. ფილმის ჩვენების მიზანი იყო მოსწავლეებში გაეღვივებინათ ბუნების სიყვარული . ეკოკლუბელებს სურდათ, რომ პატარებისთვის დაენახებინათ ტყის და თითოეული ხის მნიშვნელობა. ერთი ადამიანის თავდადებული შრომა და ღვაწლი, კეთილი და ღვთის სათნო საქმე, რომელიც მომავალ თაობებს გაუნათებს გზას. ფილმის ჩვენების შემდეგ ეკოკლუბის წევრებმა პატარებს მიართეს კითხვებით: როგორი სოფელი დახვდა კაცს?; რა შეიცვალა იქ, სადაც კაცი ხეებს რგავდა?; რატომ უნდა დავრგოთ ხეები?; თქვენ რომ კაცის ადგილას ყოფილიყავით როგორ მოიქცეოდით? გაიმართა დისკუსია.

- Details
-
Category: საბუნებისმეტყველო
-
Published on Thursday, 23 April 2026 19:03
-
Written by gia
-
Hits: 121
ტყის დაცვის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა AI ინსტრუმენტის საშუალებით შექმნეს საინტერესო ვიდეო, სათაურით- ,,საქართველოს ტყეები“, რომელიც მოგვითხრობს ტყის განსაკუთრებულ ფასეულობაზე. რომ ტყე წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს.ვიდეოდან შეიტყობთ ტყის მრავალფუნქციური მნიშვნელობის შესახებ (წყალმარეგულირებელი, ნიადაგის დამცავი, კლიმატის მასტაბილიზებელი და სხვა); ასევე, ქვეყნის ტერიტორიის რამდენ % იკავებს ტყეები. ტყეებში გავრცელებულ ხეების სახეობების რაოდენობას, იშვიათ რელიქტურ და ენდემურ ჯიშებს. რა როლი უჭირავს ტყეებს ბუნებრივი სტიქიური მოვლენების ( მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა და სხვა.) არიდების საქმეში. გაეცნობით ტყეში მცხოვრებ ცხოველთა ზოგიერთ სახეობას.
რითაც საშუალება მიეცათ დაინტერესებულ პირებს გაცნობოდნენ.
- Details
-
Category: საბუნებისმეტყველო
-
Published on Thursday, 23 April 2026 18:57
-
Written by gia
-
Hits: 101
დედამიწის დღე ბევრჯერ აღგვინიშნავს, მაგრამ ასე ხალისიანად, ალბათ, არასოდეს!. პირველკლასელებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილი (პედაგოგი: ირინე მიგინეიშვილი. გაკვეთილის მიზანი: გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება) ნამდვილ ზეიმად აქციეს. ნახეს ანიმაცია, იმღერეს, იცეკვეს და თან შემოესწავლათ, რა უნდა გააკეთონ რომ ჩვენს პლანეტაზე ცხოვრება კიდევ უფრო ლაღი, ჯანსაღი და სასიამოვნო იყოს. ანიმაციამ პატარებს თვალსაჩინოდ დაანახვა, როგორ ზიანდება ნიადაგი, იხოცებიან ცხოველები, ნადგურდება ფლორა...


- Details
-
Category: საბუნებისმეტყველო
-
Published on Sunday, 14 December 2025 18:39
-
Written by gia
-
Hits: 607
,,ხე დარგე, როცა მოიწყენ,
როცა მოილხენ ხე დარგე,-
ლელოს გაიტან, ხე დარგე,
კარგ ლექსს რომ დასწერ, ხე დარგე!
თუ ვერ დასწერე, რა უშავს,
ნურც რას იდარდებ, მეტადრე,
ხის დარგვა ხომ შეგიძლია,
შენც ადექი და ხე დარგე!“
გაამშვენიერეს სკოლის ეზო მეორეკლასელებმა,. საკუთარი ხელებით იშრომეს: გააფხვიერეს და გააკეთილშობილეს ნიადაგი ატმის, ქლიავისა და ალუბლის ნერგებისთვის . ბუნების გაკვეთილი ბუნებაში! თემა: ნიადაგი. (პედაგოგები: ირინე მიგინეიშვილი, ელენე გორგოშიძე).
- Details
-
Category: საბუნებისმეტყველო
-
Published on Friday, 27 June 2025 21:20
-
Written by gia
-
Hits: 1212
21-ე საუკუნის ეკოლოგიურ პრობლემათა შორის, ნარჩენების შემცირება და მართვა დღეს ყველაზე აქტუალურია. ზოგჯერ ვერც კი ვაცნობიერებთ, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებით როგორ ,,ნაკვალევს“ ვტოვებთ გარემოზე.
ნარჩენებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზიარების მიზნით საქართველოს საპატრიარქოს ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში არსებული ეკოკლუბის , ,,Green children “, ინიციატივითა და ნორჩ ქიმიკოსთა კლუბ ,,Taნტალის“ ჩართულობით. განხორციელდა სასკოლო პროექტი: ,,ნარჩენების შემცირება და მართვა ყველას ვალია “ (პედაგოგები: ასმათ ლომაძე, ინგა სირაძე, ირინე მიგინეიშვილი) . პროექტში მონაწილეობდნენ მე-6 და მე-7 , მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები, ბუნებისმეტყველების, გეოგრაფის, მე და საზოგადოების, ქიმიის, ბიოლოგიის, ისტისა, ხელოვნების მასწავლებლები.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა მრავალფეროვანი აქტივობები:
• საინფორმაციო პრეზენტაცია ნარჩენების ტიპებსა და და გარემოზე მათი მავნე ზემოქმედებისა და მართვის შესახებ
• კვლევა- მოსახლეობის გამოკითხვა ნარჩენების დაგროვება-მართვასთან დაკავშირებით და შედეგების შესახებ პრეზენტაციის მომზადბა.
• მუნიციპალური და სახიფათო ნარჩენების შესახებ ინტერვიუები მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის უფროსთან, ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ კოორდინატორთან და და ოზურგეთის ელიტ-ელექტრონიქსის მაღაზიის მენეჯერთან
• ინტერვიუებზე მიღებული ინფორმაციების საფუძველზე პრეზენტაციების მომზადება.
• საინფორმაციო ფლაერის დაბეჭდვა ნარჩენების შემცირება- სწორად მართვის შესახებ და მოსახლეობაში დარიგება
• სკოლის მიმდებარე ტერიტორიის ნარჩენებისაგან დასუფთავება
• ოჯახში გამოუყენებელი ნივთებისაგან, ხელოვნების მასწავლებლის დახმარებით, სუვენირების, ჩანთებისა და სხვა ნივთების დამზადება და გამოფენის მოწყობა.
ბოლოს სკოლის სააქტო დარბაზში გაკეთდა პროექტის შეჯამება და ყველა პრეზენტაციის წარდგენა.
- Details
-
Category: საბუნებისმეტყველო
-
Published on Friday, 26 July 2024 19:50
-
Written by gia
-
Hits: 2781
,,ჩემი ეკოლოგიური ნაკვალევი "
ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა ეკო-კლუბის წევრებს შესთავაზა კითხვარი ,,ჩემი ეკოლოგიური ნაკვალევი “, კითხვარი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა, წყლის, ელექტროენერგიისა და საკვების მოხმარება/ ხარჯვა., ასევე, ჰაერის დაჭუჭყიანება და ნარჩენების დაგროვება.
ეკო კლუბის წევრებმა შეავსეს კითხვარი, გააანალიზეს შედეგები. თითოეულმა მოსწავლემ გამოითვალა, თუ რამდენი დედამიწა იყო საჭირო პირადად მისთვის. ყველაზე მეტი დედამიწა (14) სჭირდებოდა 1 მოსწავლეს, ხოლო ყველაზე ნაკლები_1 დედამიწა _ მხოლოდ ერთ მოსწავლეს. საშუალო მაჩვენებელი იყო 5-6 დედამიწა.
ეკო კლუბის წევრებმა გაიაზრეს, რომ ისინი არ უფრთხილდებიან ბუნებისგან ბოძებულ სიმდიდრეებს: წყალს, ენერგიას, გარემოს, საკვებსა და სხვ.
შექმნეს პლაკატები, სადაც წარმოადგინეს, როგორ შეიძლება შეამცირონ მათი ეკო-ნაკვალევი და გადაარჩინონ პლანეტა_ დედამიწა.
პლაკატების გამოფენა მოეწყო სკოლის ბიბლიოთეკაში..
- Details
-
Category: საბუნებისმეტყველო
-
Published on Friday, 26 July 2024 19:40
-
Written by gia
-
Hits: 2196
ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ეკოკლუბის წევრებმა თან დაკავშირებით მოიძიეს და დაამუშავეს ინფორმაცია საქართველოსა და მსოფლიოში არსებული ჭარბტენიანი ტერიტორიებისა და მათი მნიშვნელობის შესახებ. მოამზადეს პრეზენტაცია, რომელიც წარადგინეს თანატოლების წინაშე. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა ვიქტორინა, რომლის გამარჯვებული, მეშვიდე კლასის მოსწავლე ელენე გაგუა, დაასაჩუქრეს სიმბოლური პრიზით.


- Details
-
Category: საბუნებისმეტყველო
-
Published on Thursday, 18 January 2024 20:42
-
Written by gia
-
Hits: 4012
თემა: მიკროორგანიზმები
საკითხი: ბაქტერიები
კლასი: VII
მასწავლებელი: ასმათ ლომაძე
თემის შესწავლის შემდეგ მოსწავლეებმა გაინაწილეს როლები (მოსამართლე, მრალმდებელი, უფლებადამცველი, ნაფიცი მსაჯული, მოწმე, მანდატური).
გაკვეთილი ხალისით და ინტერესით წარიმართა.
განაჩენი: ბაქტერიებს დაეკისროთ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა.
- Details
-
Category: საბუნებისმეტყველო
-
Published on Sunday, 09 July 2023 19:23
-
Written by gia
-
Hits: 5534
- Details
-
Category: საბუნებისმეტყველო
-
Published on Sunday, 08 January 2023 13:51
-
Written by gia
-
Hits: 6060
მე-10 კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიაში, კომპლექსური დავალების ფარგლებში, (თემა: სიცოცხლის მოლეკულები; საკითხი: ორგანული და არაორგანული ნივთიერებები. ხელმძღვანელი: ბიოლოგიის მასწავლებელი ასმათ ლომაძე) დაამზადეს დნმ-ის მოდელები. მარტივი ექსპერიმენტის მეშვეობით მცენარეების (ბანანი, მარწყვი) უჯრედებიდან გამოყვეს დნმ.
- Details
-
Category: საბუნებისმეტყველო
-
Published on Monday, 07 March 2022 10:56
-
Written by gia
-
Hits: 10466
ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს კომპლექსური დავალებები ბიოლოგიაში.
თემა: სოკოები
საკითხი: ობის სოკოები
მასწავლებელი: ასმათ ლომაძე
- Details
-
Category: საბუნებისმეტყველო
-
Published on Monday, 07 March 2022 10:03
-
Written by gia
-
Hits: 6946
წმ. ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა, ბიოლოგიის მასწავლებელთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს დასუფთავების აქციაში
.

- Details
-
Category: საბუნებისმეტყველო
-
Published on Monday, 16 March 2020 11:33
-
Written by gia
-
Hits: 8247
ა (ა) იპ ,,საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის,,Taნტალი“ 2019 წლის ანგარიში
წელს ა (ა) იპ ,,საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში“ ჩამოყალიბდა ნორჩ ქიმიკოსთა კლუბი ,,Tანტალი“ (ხელმძღვანელი ქიმიის მასწავლოებელი ირინე მიგინეიშვილი), რომელშიც გაწევრიანდნენ მერვე, მეცხრე, მეათე კლასის მოსწავლეები. კლუბის წევრებმა შექმნეს კლუბის ლოგო.
მაისში კლუბის წევრებმა აიღეს სკოლის სასმელი წყლისა და ტექნიკური ჭის წყლის სინჯები და ქიმიური ანალიზისთვის ეწვივნენ ოზურგეთის წყალმომარაგების კომპანიის ლაბორატორიას. ლაბორატორიის უფროსის ი. ღლონტის, დახმარებით ანალიზი ჩაუტარეს წყლის ნიმუშებს, კერძოდ განისაზღვრა: წყლის სიმღვრივე, ქლორისა და ნიტრატების რაოდენობა.
2019 წლის 23 ოქტომბერს კლუბის წევრებმა აღნიშნეს ,,მოლის“ დღე: დაამზადეს და სკოლაში გამოფინეს პლაკატი.
წრის ხელმძღვანელის დახმარებით გადაიღეს ფილმი ,,მოლის დღე“ და მოაწყვეს ამ ფილმის ჩვენება.
2019 წლის დეკემბერში ი. მიგინეიშვილის ხელმძღვანელობით მეცხრე კლასის მოსწავლის ანნა ცენტერაძის მიერ მომზადდა საკონფერენციო თემა ,,აზიური ფაროსანა - გლობალური გამოწვევა“ , რომელიც წარდგენილი იქნა გორის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიაში, საშობაო კონფერენციაზე ,,გენეთლია“

- Details
-
Category: საბუნებისმეტყველო
-
Published on Monday, 09 March 2020 11:38
-
Written by gia
-
Hits: 12034
ა(ა)იპ ,,საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის“ ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის ,,Taნტალის“ წევრები იმყოფებოდნენ ოზურგეთის მუნიციპალური წყალმომარაგების კომპანიაში, სადაც კომპანიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტის ი. ღლონტის დახმარებით ქიმიური ანალიზი ჩაუტარეს სკოლის სასმელ და ჭის წყალს.


- Details
-
Category: საბუნებისმეტყველო
-
Published on Tuesday, 05 November 2019 10:00
-
Written by gia
-
Hits: 5932
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის პროექტის ,,ეს უნდა იცოდე" ფარგლებში გაიმართა მდინარეების (14 მარტი) და წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღისადმი (22 მარტი) მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ მე-9 კლასის მოსწავლეები. მონაწილეებმა ისაუბრეს წყლის მნიშვნელობაზე, გაიხსენეს მსოფლიოს გამორჩეული მდინარეები. ღონისძიების ბოლოს გაიმართა ვიქტორინა, გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიმბოლური საჩუქრებით.
კათედრის გამგე: ასმათ ლომაძე.

- Details
-
Category: საბუნებისმეტყველო
-
Published on Tuesday, 05 November 2019 09:50
-
Written by gia
-
Hits: 15048
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის პროექტის ,,ეს უნდა იცოდე" ფარგლებში მე-7 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ,,სახალისო-შემეცნებითი გაკვეთილი", რომლის მიზანი იყო გრიპის პრევენცია.
მასწავლებელი:ა. ლომაძე.

- Details
-
Category: საბუნებისმეტყველო
-
Published on Monday, 15 July 2019 08:39
-
Written by gia
-
Hits: 6009
ასმათ ლომაძის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
იხილეთ ბმული:
https://drive.google.com/file/d/1HMUnxDLxR9CfwO4N2AyFF9SoqEItIWVV/view?fbclid=IwAR0AnP8p8YEt2wC4fE4qnCLha4sS93-Ogc_IdtSuzcV28d5Hmniqq8CG80E