,,ათასად კაცი დაფასდა, ათი ათასად - ზრდილობა“

2016 წლის 6 დეკემბერს ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის საპატიო ბიბლიოთეკარის, ქ-ნ ზინა სალუქვაძის ინიციატივით, ჩატარდა კონფერენცია თემაზე: ,,ათასად კაცი დაფასდა, ათი ათასად - ზრდილობა“
კონფერენციას ესწრებოდნენ - შემოქმედელი მთავარეპისკოპოსი იოსები, შემოქმედის ეპარქიის მოძღვრები, ოზურგეთის საზოგადოების წარმომადგენლები, სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები.

 

                                                                                                                                                                      

                                                                                                                                                                      

პირველი კლასის საახალწლო ზეიმი

ტყის სიმწვანე სად წასულა
ცხოველები სად არიან!
თოვლი მოდის, ქარი წივის
ზამთარია! ზამთარია.
მხიარულ ტყეში სტუმრობა გაჩაღდა. ბაჭიები, ციყვები, ზღარბები შობა-ახალი წლისთვის ემზადებიან. მიიჩქარიან საახალწლო ნაძვბის ხესთან, სადაც თოვლის ბაბუა საჩუქრებით ელოდება, რომ ერთად იზეიმონ შობა-ახალი წელი.
I კლასის მოსწავლეები.
პედაგოგები: ელენე გორგოშიძე,თამილა ბურჭულაძე, სოფო ღლონტი, ნათო სალუქვაძე.

 

                                                                                                                                                             

,,ბულბულის იუბილე"

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში შედგა სპექტაკლის ,,ბულბულის იუბილე“ პრემიერა (ვაჟა-ფშაველას მოთხრობების მიხედვით), რომელიც განხორციელდა ,,სასკოლო კონკურსების ქვეპროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი, ,,ქართული ლიტერატურის თეატრალური ფესტივალის“ პირობებში. ინსცენირების ავტორი - ხათუნა გულბიანი (ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი) რეჟისორი - შორენა გვეტაძე მხატვარი-გია გვიჩია დეკორატორი - ელენე სარიშვილი მუსიკალური გაფორმება - თამილა ბურჭულაძე, ქრისტინე მათითაიშვილი ქორეოგრაფი - სოფო ღლონტი

 

სააღდგომო ფესტივალი ზუგდიდში 2016 წ

2016 წლის 3-4 მაისს ზუგდიდში საპატრიარქოს განათლების ცენტრის პატრონაჟით გაიმართა სააღდგომო ფესტივალი. 3 მაისი დაეთმო ჭადრაკის ბლიც ტურნირს, რომელშიც იასპარეზა სამრევლო სკოლის მოჭადრაკეთა გუნდმა. პედაგოგი ეკა ქუტიძე.
4 მაისს გაიმართა საპატრიარქოს სასწავლებლების მხატვრულ-შემოქმედებითი კონცერტი, ჩვენი სკოლის სხვადასხვა წრის აღსაზრდელებმა წარმოადგინეს კომპოზიცია ,,ბავშვობა".
პედაგოგები: თეა ასიეშვილი,თამილა ბურჭულაძე, სოფო ღლონტი, ფოტინე გორდელაძე, ქრისტინე მათითაიშვილი.
მადლობა ზუგდიდის წმიდა გიორგის სახელობის გიმნაზიის დირექციას სიყვარულისთვის და კეთილი მასპინძლობისთვის.

    

 

     

 

ქართული ენის დღე

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის X კლასში ჩატარდა მხატვრული ღონისძიება ,,ენა შემკული და კურთხეული."
მოეწყო კედლის გაზეთის პრეზენტაცია.
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი: მაია ბეშიტაიშვილი