როგორც გიყვებოდით, მეორე კლასში ერთ-ერთი შემაჯამებელი ღონისძიება იყო ,,მეორე კლასი და მათემატიკა,“ . მოსწავლეებმა აჩვენეს, რომ მათთვის მათემატიკა არის აზროვნება, ლოგიკა, უსასრულობის ერთიანი სიმფონია...
სწავლა თამაშით. მათემატიკის მასწავლებელმა მაია ჩოლაბარგიამ მესამე კლასში ნამდვილი მათემატიკური მარათონი მოაწყო.
მათემატიკური დიდაქტიკური თამაშები ზრდის მათემატიკის სწავლების ინტერესს. იგი მეხსიერების განვითარების მნიშვნელოვანი საშუალებაა. სწორედ ამას ემსახურებოდა პირველ კლასში ჩატარებული გაკვეთილი (პედაგოგი: მათემატიკის მასწავლებელი მაია ჩოლაბარგია). ერთმანეთს ენაცვლებოდა სხვადასხვა სახის თამაშები: ,,ჯამი და სხვაობა“; ,,ვინ მიიღებს ,,10“ ს“, ,,ფერადი რიცხვები“; ,,გამოვიცნოთ ფიგურა“... ბავშვები თითოეულ აქტივობას ხალისით ასრულებდნენ და თამაშ-თამაშით მიაღწიეს გაკვეთილის მიზანს: ,,დიდაქტიკური მათემატიკური თამაშების გამოყენებით შეკრება-გამოკლების განმტკიცება“.
19 აპრილს, ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის პირველ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი მათემატიკაში, თემაზე:,,შეკრება, გამოკლება 20-ის ფარგლებში", რომელიც დიდაქტიკური აქტივობებით იყო დატვირთული.
პედაგოგი: მაია ჩოლაბარგია.