ღონისძიებები

,,ნაძვნარა ტყის ზღაპარი"

26-28 დეკემბერს ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში პირველი და მეორე კლასების მოსწავლეებმა წარმოადგინეს კოსტუმირებული სპექტაკლები  და ,,წამობრძანდით ჩვენთან ტყეში".
პედაგოგები: ხათუნა გულბიანი, მაია ჩოლაბარგია, თამილა ბურჭულაძე, ირმა სვანიძე.

 

      

 

,,ასე ვიდოდნენ დღენი და წლები"

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში, 18 ივნისს, ჩატარდა მეოთხე კლასის გამოსაშვები ღონისძიება ,,ასე ვიდოდნენ დღენი და წლები". პედაგოგები: მაია ჩოლაბარგია, ხათუნა გულბიანი, თამილა ბურჭულაძე, მელის ნადირიძე, ნატო სალუქვაძე.

 

,,გენეთლია"

2018 წლის 9-10 იანვარს გორის წმიდა გიორგის სახელობის გიმნაზიაში ჩატარდა ტრადიციული საშობაო ფესტივალი „გენეთლია“, რომელიც მიეძღვნა ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 და საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს. ფესტივალში მონაწილეობდნენ წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის ქართული ხალხური სიმღერისა და საგალობლების, ქართული ხალხური ცეკვის, გამოყენებითი ხელოვნებისა და ვოკალის წრის წევრები. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა თემა: „რაც სხვისაა- ჩემი მოვალეობაა, რაც ჩემია-ეგ ჩემი უფლებაა.“
პედაგოგები: იამზე კანდელაკი, თეა ასიეშვილი, თამილა ბურჭულაძე, ფოტინე გორდელაძე, ელენე სარიშვილი, ნატო სალუქვაძე, ქორეოგრაფები- ირმა სვანიძე და მელისი ნადირიძე.
ფესტივალზე აჩვენეს „ ფრანკოფონიაზე“ ნომინირებული ანიმაციური ფილმი, შედგა თამილა ბურჭულაძის საშობაო სიმღერის პრემიერა

 

 

 

საშობაო კვირეული:,,უფალი იშვა საოცარ ღამეს"

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში ჩატარდა შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი კვირეული. ღონისძიებებში მონაწილეობდნენ I-IV კლასების მოსწავლეები. პედაგოგები: ხათუნა გულბიანი, ირმა ქილიფთარი, ელენე გორგოშიძე, მაია ჩოლაბარგია, თამილა ბურჭულაძე, ირმა სვანიძე, ნატო სალუქვაძე, ელენე სარიშვილი.
კვირეულის ფარგლებში მოეწყო კონკურსი ,,საახალწლო ნაძვის ხე“.
ნომინაციაში ,,საუკეთესო ნაძვის ხე“ გამარჯვებულია I და IX კლასი.
ნომინაციაში ,,ყველაზე კრეატიული“ გამარჯვებულია VII კლასი.
ნომინაციაში ,,საკუთარი ხელებით“ გამარჯვებულია III კლასი.

   

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

,,სიკეთით სძლიე შენს მტერსა"

შობა გავიდა, მისი ნათელი კი მუდამ თან დაგვყვება და შობის ღამეს აღთქმული სათნოებების აღსრულებისკენ მოგვიწოდებს. სათნოებას, სიყვარულს, სიკეთეს გვასწავლის უფალი.
ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციით ,,სიკეთით სძლიე შენს მტერსა" წარსდგა მაყურებლის წინაშე, ა(ა)იპ საქართვლოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მესამე კლასელები.
პედაგოგები: მაია ჩოლაბარგია, ხათუნა გულბიანი, თამილა ბურჭულაძე, სოფო ღლონტი.