ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში ჩატარდა შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი კვირეული. ღონისძიებებში მონაწილეობდნენ I-IV კლასების მოსწავლეები. პედაგოგები: ხათუნა გულბიანი, ირმა ქილიფთარი, ელენე გორგოშიძე, მაია ჩოლაბარგია, თამილა ბურჭულაძე, ირმა სვანიძე, ნატო სალუქვაძე, ელენე სარიშვილი.
კვირეულის ფარგლებში მოეწყო კონკურსი ,,საახალწლო ნაძვის ხე“.
ნომინაციაში ,,საუკეთესო ნაძვის ხე“ გამარჯვებულია I და IX კლასი.
ნომინაციაში ,,ყველაზე კრეატიული“ გამარჯვებულია VII კლასი.
ნომინაციაში ,,საკუთარი ხელებით“ გამარჯვებულია III კლასი.