ღონისძიებები

საინტერესო ერთი დღე

    2002 წლიდან დღემდე: მდგრადი განვითარების კავშირი – “ეკოხედვა/ECOVISION”, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით 2002 წლიდან საქართველოში ახორციელებს საერთაშორისო სასკოლო პროექტს - SPARE (School Project for Application of Resources and Energy), რომლის მთავარი მიზანია ენერგოდაზოგვისა და ენერგოეფექტურობის, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების პრინციპების სწავლება და დანერგვა სკოლებსა და სკოლების მეშვეობით საზოგადოებაში. დღეისთვის SPARE მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში ხორციელდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარდა ასვლითი ღონისძიება ქობულეთის დაცულ ტერიტორიასა   და აღკვეთილში, რომელშიც ჩაერთო ოზურეთის რაიონის 2 სკოლა, მათ შორის წმ. გაბრიელ პეისკოპოსის სახ. სამრევლო სკოლა და მეორე საჯარო სკოლა.

    ბავშვებმა მოინახულეს ქობულეთის  დაცული ტერიტორია   და აღკვეთილი,გაეცნენ იქ არსებულ მცენარეულ და ცხოველურ სახეობებს, კულტურულ და მემკვიდრულ განამარხებულ ნაშთებს.ეკოვიზიის წარმომადგენლებმა გააცნეს მოსწავლეებს აღნიშნული პროექტი და შესთავაზეს სკოლებში -“ეკო-კლუბების“ გახსნა.დაურიგეს სამახსოვრო  საჩუქრები.

დასუფთავების აქცია

დასუფთავების აქცია

        სკოლაში დამკვიდრდა ტრადიცია ყოველთვიურად  ჩატარდეს დასუფთავების აქცია “მე მიყვარს სუფთა გარემო“. ბავშვები კლასების მიხედვით მორიგეობენ და ასუფთავებენ სკოლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიას, წელსაც არ დაირღვა ტრადიცია .

 

      

აქცია “ხე დარგე“.

     7 ოქტომბერს წმ.გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სკოლაში ჩატარდა აქცია “ხე დარგე“.  ნაზი ბერაძემ  და ნატანების წმ.ბარბარეს სახ. ტაძრის მოძღვარმა  სკოლას შემოწირა ნაძვის ნერგები.მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ადგილი მიუჩინეს ნერგებს.

                                         

გამოცდები

დამთავრდა მე-6 და მე-9 კლასელთა ტესტირება, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული

საახალწლო კარნავალი