ქართული ენა და ლიტერატურა

,,ვწერ თავისუფალ თემას“

ა (ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ორი მეთერთმეტეკლასელი მოსწავლე: საბა ანდღულაძე და დავით კვაჭანტირაძე (პედაგოგი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია ბეშიტაიშვილი) წარმატებით მონაწილეობს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონკურსში ,,ვწერ თავისუფალ თემას“. აღნიშნული კონკურსიის ავტორი და ინიციატორი ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულიაა. ორი წლის წინ ამ პროექტის გამარჯვებული ჩვენი სკოლის მოსწავლე, აწ უკვე წარმატებული სტუდენტი ნინი კანდელაკი გახდა. ამჯერად, ფართო აუდიტორიას სიამოვნებით ვუზიარებთ მიმდინარე წლის კონკურსის ,,ვწერ თავისუფალ თემას ერთ-ერთი მონაწილის, დავით კვაჭანტირაძის ნაშრომს. ორივე მონაწილეს, დავითსა და საბას წარმატებას ვუსურვებთ უკვე ფინალურ ტურში.

 

 

 

 

,,ენა შემკული და კურთხეული“

,,ენა შემკული და კურთხეული“ _ სალონური შეხვედრა წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში. მასპინძლები: ირმა ქილიფთარი (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი) და მეოთხე კლასის მოსწავლეები. უსმენ ამ პატარებს და გრძნობ, როგორ უყვართ დედა ენა, ქართული ლექსი. თბილად და ხალისით უზიარებენ სტუმრებს ემოციებს.

 

 

 

 

 

,,რუსთაველი იგივე საქართველოა და საქართველო იგივე ,,ვეფხისტყაოსანი“

,,რუსთაველი იგივე საქართველოა და საქართველო იგივე ,,ვეფხისტყაოსანი“ _ ასე დაასათაურეს მეათეკლასელებმა მსოფლიო პოეზიის დღისადმი მიძღვნილი გაკვეთილი (პედაგოგი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია ბეშიტაიშვილი). არაფერი გამორჩენიათ: ისტორიული ეპოქა, ბიბლიური ალუზიები, გმირთა სახეები ... და, რაც მთავარია, მსმენელს უკვდავი სტროფებით, აფორიზმებით გაულამაზეს დღე. იგრძნობოდა, სიყვარულით ესწავლათ და გულწრფელი სიამოვნებით წარმოთქვამდნენ თითოეულ ფრაზას.

 

 

 

 

 

,,ბედნიერება ტანჯვის გზით, ანუ წმ. შუშანიკი გოლგოთის გზაზე“

,,ბედნიერება ტანჯვის გზით, ანუ წმ. შუშანიკი გოლგოთის გზაზე“. ქართული ლიტერატურის შემაჯამებელი გაკვეთილი მე-10 კლასში (პედაგოგი: მაია ბეშიტაიშვილი). მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ნეტარი შუშანიკის, ერისა და ქრისტიანობისათვის წამებული წმინდა დედის ღვაწლი, მისი მოუდრეკელი ნება, ქრისტეს სიყვარულით ნაწრთობი სული. გამოვლინდა ტექსტისა და ეპოქის ცოდნა.
გაკვეთილის ბოლოს მარიამ მალაზონიამ წაიკითხა ჩანახატი ,,იაკობ ხუცესი“; ანა მახარაძემ და სანდრო ჩხაიძემ წარმოადგინეს ილუსტრაციები ნაწარმოებიდან.
 
 
 
 
 
 
 
 
 
+7