ქართული ენა და ლიტერატურა

ღვთაებრივი საუნჯე-ქართული ენა.

 

ღვთაებრივი საუნჯე-ქართული ენა.
მე-8 კლასის მოსწავლის, მარიამ მალაზონიას პრეზენტაცია.

 

 

26 მაისის დღისადმი მიძღვნილი კვირეული

,,ერის ცნება დაახლოებით ასე შეიძლება განისაზღვროს: ერი არის კონკრეტული ერთიანობა, რომლის ბუნებრივი, ყველაზე შესაფერისი გამოხატულებაც საკუთარი სახელმწიფოა და რომელიც ამის გამო ცდილობს, თავისი თავიდან ეს სახელმწიფო დაბადოს“ _ დიდი გერმანელი ფილოსოფოსის, მაქს ვებერის ეს სიტყვები სისხლხორცეულად ეხმიანება ქართველი ხალხის სწრაფვას, მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე მოეპოვებინა ნანინანატრი დამოუკიდებლობა _ დამდგარიყო ,,სხვა ერთა შორის“.ქართული ენისა და ლიტერატურის, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრებმა მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს ეროვნული დღესასწაული.
ჩვენ საშუალება გვაქვს, შევაჯამოთ წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სკოლაში 26 მაისის დღისადმი მიძღვნილი კვირეული.
ბედნიერია ერი, რომელსაც ჰყავს გმირები, რომლებიც შთამომავლობას სიმამაცისა და კაი ყმის სახელს უტოვებენ. ასეთია მერაბ კოსტავა. 26 მაისი დამოუკიდებელი საქართველოს ხელახლა დაბადების, მერაბ კოსტავას ამქვეყნად მოვლინების დღეცაა. (მონაწილეები: მე-9 კლასის მოსწავლეები. პედაგოგი: მაია ბეშიტაიშვილი)
მარო მაყაშვილი... იუნკერები. მათი სახელები ქართველში სიამაყეს, სითბოს აღძრავს. ისინი გვაძლევენ სამშობლოსთვის დაუფიქრებლად თავგანწირვის მაგალითს. (შემაჯამებელი გაკვეთილი მე-7 კლასში. პედაგოგი: იამზე კანდელაკი)
26 მაისი საქართველოს ისტორიაში პარლამენტარიზმის, დემოკრატიული განვითარების კუთხითაც მნიშვნელოვანი თარიღია. ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მოაწყვეს იმიტირებული პარლამენტის სხდომა- „კანონის მიღება პარლამენტში“. საკანონმდებლო ინიციატივის შესაბამისად, პარლამენტმა I მოსმენით მიიღო კანონი: „კერძო სკოლების საჯარო სკოლებთან გათანაბრების შესახებ“... (პედაგოგი: ზაირა ბერიძე).
სადღესასწაულო კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გახლდათ სალონური შეხვედრა. მე-10 კლასის მოსწავლეებმა: მარიამ ცერცვაძემ, ლიზი მახარაძემ და მარიამ ლეჟავამ წარმოადგინეს მოხსენება: ,,დოკუმენტებით აღდგენილი ისტორია“ ., რომელიც შეეხებოდა დამოუკიდებლობის დაკარგვის მიზეზებს. მომხსენებლები შეეცადნენ, საზოგადოების ყურადღება მიექციათ იმაზეც, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებაც არაა ადვილი, თუმცა უფრო ძნელი მისი შენარჩუნებაა.
შეხვედრა დასრულდა მცირე დისკუსიით.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

პროექტი ,,წიგნიერი“

ა (ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მე-7 კლასში ყოველწლიურად ხორციელდება პროექტი ,,წიგნიერი“. პროექტი მიმდინარეობს სამ ეტაპად. თითოეულ ტურში მოსწავლეებს მიეწოდებათ წასაკითხი წიგნების ნუსხა. ისინი თავადაც ამზადებენ შეკითხვებს. პროექტის ფორმა : ინტელექტუალური შეჯიბრება სამ გუნდს შორის.. 2022-2023 სასწავლო წლის პირველი შეხვედრა გაიმართა 16 ნოემბერს. სამივე გუნდმა ჩინებულად გაართვა თავი სამუშაოს. გაიმარჯვა მე-3 გუნდმა. პირველსა და მეორე გუნდებს შორის დაინიშნა გუნდური შეკითხვების ტური. (ხელმძღვანელი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თეა ასიეშვილი)
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

,,თოვდა და თბილისს ებურა თალხი"

მრავალი ტკივილიანი დღეა საქართველოს ისტორიაში. ერთ-ერთი 1921 წლის 25 თებერვალია.
,,თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი...“
შავად თოვდა იმ დღეს თბილისში. ტანჯვითა და ტკივილით ეთხოვებოდა ქვეყანა ძლივს მოპოვებულ თავისუფლებას.
IX კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი _ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია ბეშიტაიშვილი) 24 თებერვალს კოლაუ ნადირაძის ლექსის მიხედვით წარმოადგინეს პრეზენტაცია: ,,და უძრავ იყო თებერვლის ღამე“. ისაუბრეს ავტორზე _ უკანასკნელ ცისფერყანწელზე, ლექსის შექმნის ისტორიაზე, ბიბლიურ ალუზიებზე: გოლგოთა, იუდა, 30 ვერცხლი, ისტორიულ პარალელებზე, მარო მაყაშვილის გმირობაზე. დასკვნით ნაწილში შეეხნენ 2022 წლის 24 თებერვალს, როცა დილის 4 საათზე რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო.
ისევ ნანგრევები, გვამები, ეროვნული ტრაგედია... გამარჯვება უსურვეს თავისუფლებისმოყვარე ხალხს.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

გზანი წამებისანი ორთა მარტვილთაი

საკუთარი ჯვარი მიჰქონდათ და მიდიოდნენ გოლგოთის გზაზე... ორი წმინდანი... ორი მარტვილი! წმ. შუშანიკი და წმ. ჰაბო!
მე-10 კლასმა შეაჯამა ამ ორი მოწამის ცხოვრება. ორი ლიტერატურული შედევრი ერთ გაკვეთილში (პედაგოგი: მაია ბეშიტაიშვილი). როგორც მასწავლებელმა აღნიშნა, შეუძლებელია ერთ გაკვეთილში ჩატიო მათი ღვაწლი! მოსწავლეებმა დისკუსიაც გამართეს და მოახერხეს, ამომწურავად აღენიშნათ ყველა საკვანძო საკითხი; დაეკავშირებინათ დღევანდელობასთან! ემოციური იყო გაკვეთილის დასკვნითი ნაწილი. წაიკითხეს ანა კალანდაძისა და შოთა ნიშნიანიძის ლექსები.
 
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.