მეცხრე კლასის მოსწავლეებმა ტიციან ტაბიძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი გაკვეთილი (2-აპრილი) ჭყვიშში-ტიციანისა და გალაკტიონის სახლმუზეუმში გააგრძელეს.დაათვალიერეს ძველი და ახალი მუზეუმები. გაიმართა პოეზიის 5 წუთი.ისეირნეს მდინარის პირას,იქ სადაც გალაკტიონი და ტიციანი შთაგონების წყაროს ეძებდნენ.
მოსწავლეებმა მოინახულეს ვანის ნაქალაქარის მუზეუმი; მოილოცეს ღვთისმშობლისა და წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ტაძრები.