ფოტოგრაფია

ფოტოგრაფია გამოსახულების აღბეჭდვის პროცესია, რომლის დროსაც სინათლე მის მიმართ მგრძნობიარე ზედაპირზე ფოკუსირდება, ფოტოს მეშვეობით დროის შეჩერებისა და ჩვენი თვალისთვის საინტერესო ბუნებრივი მოვლენების,სილამაზის,აღქმის ჩვენეული ვერსიის დაფიქსირება შეგვიძლია. ,,შეაჩერე წამი!“ _ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის, ნატო სალუქვაძის მიერ ორგანიზებული კონკურსის ფარგლებში VI-VII კლასების მოსწავლეებმა ჩინებული ფოტოები შექმნეს. ცისია გარდაფხაძე წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეა. სიამოვნებით ჰყვება კომპლექსური დავალების შესახებ: ,,საშუალება მოგვეცა, შეგვეგრძნო ჩვენი მოქარგული მთა-ბარის სილამაზე; დაგვეჭირა მშვენიერი წამი... “ საუკეთესო აღმოჩნდა ელენე ჩავლეშვილის (მე-7 კლასი) ფოტოები. ბრწყინვალედ იმუშავეს ასევე: ელენე თენიეშვილმა, გაგი ვაშაყმაძემ, მარიამ ზოიძემ (მე-7 კლასი); ბარბარე ცენტერაძემ, თამარ დანელიამ (მე-6 კლასი). მოსწავლეების გადაღებულმა კადრებმა ერთი ნაბიჯით მიგვაახლოვა ფოტოხელოვნებას.
მადლობა, ბავშვებო!