საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 100 წლისთავს მიეძღვნა კომპლექსური ღონისძიება, რომელიც ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მოსწავლეებმა ჩაატარეს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში. ეს იყო შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობების სინთეზი, რასაც მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი. პედაგოგები: ხათუნა სალუქვაძე, ზაირა ბერიძე, ქრისტინე მათითაიშვილი, ფოტინე გორდელაძე.