იმიტირებული სხდომა

4 დეკემბერს ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში, საგანში ,,სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება" ჩატარდა გაეროს იმიტირებული სხდომა: ,,ტექნოგენური პროცესებით გამოწვეული შედეგები".
მოსწავლეებმა მოამზადეს მასალები, მოირგეს სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენელთა როლი, წარმოადგინეს სახელმწიფოთა პოზიციები გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებით.