სამრევლო სკოლაში მე-5 წელია ფუნქციონირებს მკითხველთა კლუბი ,,ანთილიოსი". სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ,,ანთილიოსი" ნიშნავს ,,ღრუბლოვანთა შინა მზესთან რა მსგავსი მზისა იხილვებოდეს".
მიმდინარე სასწავლო წელს კლუბმა მუშაობა განაახლა V კლასის მოსწავლეების ბაზაზე. მუშაობის მიზანია შევაყვაროთ ბავშვებს წიგნების კითხვა, გავაცნოთ სხვადასხვა მწერლის შემოქმედება, მიეჩვიონ საკითხის გარშემო მსჯელობას, თხრობის თანმიმდევრულობასა და ლოგიკური აზროვნებას, კითხვებზე დამაჯერებელი პასუხების გაცემას.
2018 წლის 13 ივნისს ჩატარდა კლუბის შემაჯამებელი მეცადინეობა. მოსწავლეებთან ერთად შევაფასეთ მთელი სასწავლო წლის განმავლობაში გაწეული მუშაობა;
ა (ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის
დებულება
დანართი N1
--------------------
დამტკიცებულია ა (ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის დამფუძნებლის, შემოქმედელი მიტროპოლიტ იოსების მიერ ა (ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის დირექტორის, იოსებ ნაკაიძის წარდგინებით 2024 წლის 30 ივნისს და ეყრდნობა ამავე სკოლის წესდებას.
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1.1. ა (ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს ,,ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურისკოლა“ (შემდგომში: „სკოლა“) თავის საქმიანობას წარმართავს წინამდებარე დებულების შესაბამისად.
1.2. დებულების მიერ რეგულირდება დირექტორისა და დირექტორატის საქმიანობა; მტკიცდება სკოლის სტრუქტურა.
თავი II
დირექტორატის საქმიანობა და სკოლის სტრუქტურული ერთეულები
მუხლი 2.. სკოლის მმართველი ორგანოებია: დირექტორი და დირექტორატი.
2.1. დირექტორატის შემადგენლობაში შედიან: დირექტორი, მისი მოადგილეები, სკოლის მოძღვარი, ხარისხის მართვის მენეჯერი, ბუღალტერი.
2.1. 1.დირექტორატის სტრუქტურა და მისი ცალკეული სამსახურების ფუნქციები და უფლებამოსილება გაწერილია დირექტორატის დებულებაში, რომელსაც დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამფუძნებელი.
მუხლი 2.2. დირექტორი
2.2.1. დირექტორი, რომელიც დანიშნულია სკოლის დამფუძნებლის, შემოქმედელი მიტროპოლიტ იოსების მიერ, წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობაში;
2.3. დირექტორი: ა) ზედამხედველობას უწევს ადმინისტრაციას და განსაზღვრავს მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს; ბ) ზედამხედველობს და მართავს სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს; გ) ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს; დ) ამტკიცებს საშტატო განრიგს, მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების საფუძველზე წყვეტს ადმინისტრაციის, პედაგოგებისა და ტექნიკური პერსონალის თანამდებობაზე დანიშვნისა და განთავისუფლების საკითხს, ასევე მოსწავლეების წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ან/და მათი მოხსნის საკითხს;
2.4. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს (ბრძანება);
2.5. პასუხისმგებელია სკოლის საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ორგანიზებაზე, სკოლის მატერიალური და ფინანსური სახსრების განკარგვის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე;
2.6.ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმას პედაგოგიური საბჭოს მიერ მისი განხილვის შემდეგ.
2.7 ასრულებს სხვა ნებისმიერ საქმიანობას, რაც აკრძალული არ არის სკოლის წესდებითა და დირექტორის დებულებით.
----------------------------------------
მუხლი 3. დირექტორის მოადგილე.
3.1. თავისი უფლება-მოვალეობების განსახორციელებლად დირექტორთან ერთად მონაწილეობს სკოლის ფუნქციონირებასთნ დაკავშირებული საკვანძო საკითხების გადაწყვეტაში;
3.2. ზედამხედველობას უწევს სკოლის შინაგანაწესის შესრულებას;
3.3. ასრულებს დირექტორის მოვალეობას დირექტორის არყოფნის ან მის მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დირექტორის მითითებით ან ამგვარი მითითების გარეშე.
3.4. ანგარიშვალდებულია სკოლის დირექტორის წინაშე.
3.5. ასრულებს სხვა ნებისმიერ საქმიანობას, რაც აკრძალული არ არის სკოლის წესდებითა და დირექტორის მოადგილის დებულებით.
მუხლი 4. დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში:
4.1. უძღვება სკოლის სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს;
4.2. ადგენს საგაკვეთილო ცხრილს და უშუალოდ აკონტროლებს მის შესრულებას;
4.3. ასევე მისი ფუნქციებია:
ა) სასწავლო და სადამრიგებლო გეგმების შესრულების მიმდინარეობის კონტროლი;
ბ) სწავლა-სწავლების პროცესის მონიტორინგი;
გ) შეფასების სისტემის მონიტორინგი;
4.4. ანგარიშვალდებულია სკოლის დირექტორის წინაშე;
4.5. ასრულებს სხვა ნებისმიერ საქმიანობას, რაც აკრძალული არ არის სკოლის წესდებითა და სასწავლო დარგში დირექტორის მოადგილის დებულებით.
მუხლი 5. ბუღალტერი:
5.1. ეწევა საქმაინობს საფინანსო-ეკონომიკური კუთხით;
5.2. აღრიცხავს სკოლაში შემოსულ თანხებს და უზრუნველყოფს მათ საჭიროებისამებრ განკარგვას;
5.3. . ანგარიშვალდებულია სკოლის დირექტორის წინაშე.
მუხლი 6. ხარისხის მართვის მენეჯერი:
6.1. პასუხისმგებელია სასკოლო დოკუმენტაციის (დებულება, შინაგანაწესი, სასკოლო სასწავლო გეგმა, პედაგოგიური საბჭოს ოქმები, საკლასო ჟურნალები) მოწესრიგებაზე, სტრატეგიული გეგმის შედგენასა და განახლებაზე;
6.2 ხარისხის მენეჯერი არის თანამდებობის პირი, რომელიც მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს და აკონტროლებს სკოლის თითოეული რგოლის გამართულ მუშაობას.
6.3 ხარისხის მართვის მენეჯერი:
ა) კოორდინაციას უწევს მონიტორინგის ჯგუფის მუშაობას და ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს;
ბ) აკონტროლებს და ზედამხედველობს კათედრების მუშაობას;
გ) იკვლევს პედაგოგთა პროფესიულ საჭიროებებს და შესაბამისად გეგმავს სამუშაო შეხვედრებს, სემინარებს, ტრენინგებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას;
დ) ზრუნავს მასწავლებელთა კარიერულ წინსვლაზე;
ე) ატარებს გამოკითხვებს ცალკეული რგოლის მუშაობის ხარისხის შესამოწმებლად;
ვ) ამოწმებს სწავლა/სწავლების ხარისხს;
ზ) ანგარიშვალდებულია სკოლის დირექტორისა და დირექტორის მოადგილის წინაშე.
მუხლი 7. პედაგოგიური საბჭო:
7.1. თავის საქმიანობს წარმართავს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, ეროვნული სასწავლო გეგმის, სკოლის წესდების, შინაგანაწესისა და სკოლის პედაგოგიური საბჭოს დებულების შესაბამისად;
7.2. მიზნები და ამოცანები:
ა) სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების პრაქტიკაში დანერგვა;
ბ) პედაგოგიური საქმიანობის განხორციელება ესგ-ით გათვალისწინებული სავალდებულო ან გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების საათობრივი დატვირთვის ფარგლებში;
გ) პედაგოგთა სასწავლო პროგრამის შესაბამისობა ესგ-ს სტანდარტთან;
დ) პედაგოგთა შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარება;
ე) პდაგოგთა პროფესიული განვითარება;
7.3. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციებია:
7.3.1. სასკოლო-სასწავლო გეგმის განხილვა;
7.3.2. სკოლის შინაგანაწესის განხილვა;
7.3.3. საფეხურებისა და საგნების შესაბამისად გრიფირებული სახელმძღვანელოებიდან კათედრების მიერ შერჩეული სახელმძღვანელოების ნუსხის დამტკიცება;
7.3.4. სწავლა-სწავლების ეფექტურობის ასამაღლებლად გადაწყვეტილებების მიღება;
7.3.5. სასწავლო პროცესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება;
7.3.6. მოსწავლეთა კლასიდან კლასში გადაყვანის საკითხის განხილვა;
7.3.7. თემატური და კლასგარეშე სამუშაო გეგმების დამტკიცება და მონიტორინგი;
7.3.8. საჭიროების შემთხვევაში, დირექტორთან შეთანხმებით, სსსმ მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის დამტკიცება.
7.4. პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება და აღძრას საკითხი სკოლის დირექტორის წინაშე საგნის სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით, დამატებითი სასწავლო რესურსებისა და ღონისძიებების დაფინანსებისა და მოსწავლე-მასწავლებელთა წახალისების თაობაზე.
მუხლი 8. სკოლის მოძღვარი:
8.1. უზრუნველყოფს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის შესაბამისობას ქრისტიანული პედაგოგიკის საფუძვლებთან;
8.2. ატარებს მოძღვრის საათს სწავლების სამივე საფეხურზე.
8.3. იბარებს მოსწავლეებისაგან აღსარებას.
მუხლი 9. კურატორი:
9.1. ასრულებს უფროსი დამრიგებლის მოვალეობას;
9.2. მეთვალყურეობას უწევს სკოლაში ზნეობრივი აღზრდის პრინციპების გატარებას, როგორც მოსწავლეთა, ასევე მასწავლებელთა შორის.
9.3. ანგარიშვალდებულია დირექტორის წინაშე.
მუხლი 10.
მონიტორინგის ჯგუფი
10.1. მონიტორინგის ჯგუფი, იგივე ხარისხის განვითარების ჯგუფი, შექმნილია დირექტორის ბრძანების საფუძველზე და ის წარმოადგენს სკოლაში ხარისხის განვითარებისა და მონიტორინგის ერთიან რგოლს.
10.2. უზრუნველყოფს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხიანად წარმართვასა და შინაგანაწესით განსაზღვრული წესრიგის დაცვას;
10.3. აქვს სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრული სხვა ფუნქციები;
10.4. მონიტორინგის ჯგუფის კოორდინატორია ხარისხის მართვის მენეჯერი, რომელიც ხარისხის განვითარების ჯგუფთან ათანხმებს სკოლის სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს, მის შესაბამისობას პედაგოგიკის საფუძვლებთან და მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებასთან;
10.5. კოორდინატორი თავისი უფლება-მოვალეობების განსახორციელებლად მონაწილეობს სკოლის აღმასრულებელ ორგანოსთან ერთად საკვანძო საკითხების გადაწყვეტაში, რომელიც დაკავშირებულია სკოლის ფუნქციონირება-განვითარებასთან და ამ საკითხებს განსახილველად გადასცემს სკოლის დირექტორს, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა.
მუხლი 11. ინკლუზიური განათლების კოორდინატორი:
11.1. ხელმძღვანელობს სკოლაში შექმნილ მულტიდისციპლინურ ჯგუფს;
11.1. კოორდინირებას უწევს სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებასა და ინტეგრირებას სკოლაში;
11.2. ზრუნავს სსსმ მოსწავლეების პრობლემების გადაჭრასა და მათთვის ადეკვატური პირობების შექმნაზე;
11.3. მუდმივად თანამშრომლობს საგნების მასწავლებლებთან საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავების მიმართულებით.
მუხლი 12. საქმისმწარმოებელი:
12.1. ეწევა სკოლის დოკუმენტაციის აღრიცხვას, მოვლა-პატრონობას, წარმოებას;
12.2. ანგარიშვალდებულია დირექტორისა და დირექტორის მოადგილის წინაშე.
მუხლი 13. საინფორმაციო მენეჯერი:
13. 1. უზრუნველყოფს კომპიუტერული ტექნიკის ქსელურ ინფრასტრუქტურასა და პროგრამების გამართულ მუშაობას;
13.2. ახორციელებს სერვერისა და საიტის ადმინისტრირებას და პასუხისმგებელია ოფიციალურ ვებგვერდზე სიახლეების დროულ განთავსებაზე;
13.3. ანგარიშვალდებულია დირექტორისა და დირექტორის მოადგილის წინაშე.
მუხლი 14. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
უზრუნველყოფს:
ა) მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, მარეგულირებელი
სამართლებრივი ნორმების მიღების ან შეცვლის შესახებ, დამუშავებისთვის
პასუხისმგებელი პირის, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისა და მათი
თანამშრომლების ინფორმირებას, მათთვის კონსულტაციისა და მეთოდური დახმარების
გაწევას;
ბ) მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შიდა რეგულაციებისა და მონაცემთა
დაცვაზე
ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობას, აგრეთვე
დამუშავებისთვის
პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს
კანონმდებლობისა და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების შესრულების
მონიტორინგს;
გ) მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და
საჩივრების ანალიზსა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას;
დ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისგან კონსულტაციების მიღებას,
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის
წარმომადგენლობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ურთიერთობაში,
მისი მოთხოვნით ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენას და მისი დავალებებისა და რეკომენდაციების შესრულების კოორდინაციასა და მონიტორინგს;
ე) მონაცემთა სუბიექტის მიმართვის შემთხვევაში მისთვის მონაცემთა დამუშავების
პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;
ვ) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების სტანდარტების ამაღლების მიზნით სხვა ფუნქციების
შესრულებას.
მუხლი15. ექიმი/ექთანი:
15.1. პასუხისმგებელია სკოლაში პირველადი დახმარების აღმოჩენაზე;
15.2. ხელმძღვანელობს სკოლაში სამედიცინო-ჰიგიენურ-სანიტარული პირობების დაცვას;
15.3. აღრიცხავს გაცემული წამლების ნუსხას;
15.4. ასრულებს ექიმის დებულებით განსაზღვრულ საქმიანობას.
მუხლი 16. ბიბლიოთეკარი:
16.1. ზრუნავს სკოლის ბიბლიოთეკაში არსებულ რესურსებზე;
16.2. აღრიცხავს და აწესრიგებს ბიბლიოთეკაში არსებულ წიგნად ფონდს;
16.3. ეხმარება მოსწავლეს მასალის შერჩევაში;
16.4. აწარმოებს წიგნების გატანისა და დაბრუნების აღრიცხვას;
მუხლი 17 მნე:
17.1. ასრულებს სამეურნეო საქმიანობას სკოლაში;
17.2. აკონტროლებს სკოლის მატერიალურ ფასეულობებს;
17.3. უზრუნველყოფს შენობის მოვლა-პატრონობას, სანიტარული წესებისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას;
17.4. ზედამხედველობს მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების, კავშირგაბმულობის, გათბობისა და წყალმომარაგების სისტემების გამართულ მუშაობას;
17.5. ანგარიშვალდებულია დირექტორისა და დირექტორის მოადგილის წინაშე.
მუხლი 18. დამლაგებელი:
18.1. პასუხისმგებელია სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის დასუფთავებაზე;
18.2. ანგარიშვალდებულია დირექტორის, დირექტორის მოადგილისა და მნის წინაშე.
მუხლი 19 დარაჯი:
19.1. უზრუნველყოფს სკოლის, მისი შენობისა და ინვენტარის დაცვას;
19.2. ანგარიშვალდებულია დირექტორის, დირექტორის მოადგილისა და მნის წინაშე.
მუხლი 20. მშობელთა სათათბირო ,,მშობელთა დარბაზი“:
20.1. არის მშობელთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომელშიც წარმოდგენილია თითო კლასიდან პირობითად თითო მშობელი;
20.2. განიხილავს სასწავლო-აღმზრდელობით პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს;
20.3. მშობელთა სათათბიროს უფლება აქვს, შეიმუშაოს რეკომენდაციები და განსახილველად წარუდგინოს იგი სკოლის დირექციას;
20.4. მშობელთა სათათბირო იკრიბება სემესტრში ერთხელ ან საჭიროებისამებრ, განსაკუთრებულ შემთხვევაში.
თავი III
გარდამავალი დებულება
მუხლი 21. წინამდებარე დებულება:
21.1. ექვემდებარება შემდგომ შესაძლო ცვლილებას სკოლის საჭიროებისამებრ;
22.2. ძალაშია სანოტარო აქტის გაფორმებისთანავე.
სკოლის დირექტორი იოსებ ნაკაიძე
2 აპრილი- ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მ. ბეშიტაიშვილმა ტ.ტაბიძის 120 წლისთავს მიუძღვნა კვირეული. კვირეულის ფარგლებში ჩაატდა მხატრულ-შემოქმედებითი ღონისძიება “37-ის წამებული“.
მოსწავლეები გაეცნენ ბიოგრაფიულ ცნობებს, შეისწავლეს ლექსები და მოამზადეს ღონისძიება.
კათედრაზე გაერთიანებულნი არიან ქართული ენისა დ ალიტერატურის მასწავლებლები
კათედრისმიზნები:
• მოზარდის ძირითადი სამეტყველო უნარების (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) განვითარება;
•საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის შექმნის უნარის განვითარება;
• ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა დ აკულტურის ფაქტის, აღქმის ადაგაცნობიერების უნარის გამომუშავება;
•ეროვნული დ აზოგადსაკაცობრიო კულტურის, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესის, გაცნობიერება.
ძირითადი ფუნქციები
1. ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების კოორდინირება;
2. კათედრი წევრთაშორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
3.საგაკვეთილო პროცესისათვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის და სასკოლო ბიბლიოთეკისათვის საგანმანათლებლო რესურსების შექმნა, შერჩევა დ ასკოლის დამფუძნებლებისათვის წარდგენა;
4. სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა;
5. ზრუნვა მასწავლებლების პროფესიული განვითარებისათვის;
6. მოსწავლეთა შედეგების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება მათი მიღწევების გაუმჯობესების მიზნით;
7.მოსწავლეთა საჭიროებებისა და სკოლის საჭიროებების ანალიზის, მასწავლებელთა საქმიანობის მონიტორინგისა და შეფასების საფუძველზე კათედრის წევრთა პროფესიული საჭიროებების დადგენა და მათუწყვეტ პროფესიული განვითარებაზე ზრუნვა.