,,თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი...“
შავად თოვდა იმ დღეს თბილისში. ტანჯვითა და ტკივილით ეთხოვებოდა ქვეყანა ძლივს მოპოვებულ თავისუფლებას.
IX კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი _ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია ბეშიტაიშვილი) 24 თებერვალს კოლაუ ნადირაძის ლექსის მიხედვით წარმოადგინეს პრეზენტაცია: ,,და უძრავ იყო თებერვლის ღამე“. ისაუბრეს ავტორზე _ უკანასკნელ ცისფერყანწელზე, ლექსის შექმნის ისტორიაზე, ბიბლიურ ალუზიებზე: გოლგოთა, იუდა, 30 ვერცხლი, ისტორიულ პარალელებზე, მარო მაყაშვილის გმირობაზე. დასკვნით ნაწილში შეეხნენ 2022 წლის 24 თებერვალს, როცა დილის 4 საათზე რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო.
ისევ ნანგრევები, გვამები, ეროვნული ტრაგედია... გამარჯვება უსურვეს თავისუფლებისმოყვარე ხალხს.