საბუნებისმეტყველო

,,მოწევაზე უარის თქმის საერთაშორისო დღე“

15 ნოემბერს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში  საბუნებისმეტყველო კათედრის ინიციატივითა  და მხარდაჭერით აღინიშნა ,,მოწევაზე უარის თქმის საერთაშორისო დღე“, რომლის მიზანი იყო კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა მოსწავლეებისათვის სიგარეტის მავნებლობა და უარყოფითი შედეგები.

მსმენელის წინაშე წარსდგნენ მერვე კლასის მოსწავლეები:თ. ბაქანიძე და ბ.ჩხარტიშვილი, რომლებმაც წარმოადგინეს პრეზენტაცია

 

Pover paint-ში. მეშვიდე კლასელებმა- მ.აბაშმაძემ და ს.ანთიძემ წარმოადგინეს პლაკატი და მოწევის საწინააღმდეგო ,,გზავნილები“

საბუნებისმეტყველო

საბუნებისმეტყველო კათედრაზე დაწყებითსაფეხურზეისწავლებაინტეგრირებულისაგანი ,,ბუნებისმეტყველება”,

საბაზო საფეხურზე  

VII კლასი -  საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები -ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის საფუძვლების ინტეგრირებული  კურსი.

VIII  და IX კლასები -  ბიოლოგია,ქიმია, ფიზიკა- ცალ-ცალკე საგნები.

საშუალო  საფეხურზე 

X და XI კლასები -  ბიოლოგია,ქიმია, ფიზიკა- ცალ-ცალკე საგნები.

საშუალო  საფეხურზე ისწავლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების არჩევითი კურსებიც.       

 

    ბ)  საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების მიზანი და ამოცანებ

მიზანი:

საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების მიზანია აზიაროს მოსწავლე   საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს  კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს შეიცნოს და გაითავისოს სამყარო,  ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და  გარემოს მიმართ.

ამოცანები:

ცოდნა:

·           ცოცხალი სამყარო და სასიცოცხლო პროცესები;

·           სამყაროში მიმდინარე ფიზიკური და ქიმიური მოვლენები;

·           დედამიწა და გარესამყარო;

·           გარემოს მდგრადი განვითარების პრინციპები.

მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევები:

·           დაკვირვება, აღწერა;

·           კვლევის საგნის განსაზღვრა;

·           კვლევის ეტაპების განსაზღვრა;

·           აღრიცხვა;

·           კლასიფიკაცია;

·           გაზომვა;

·           კომუნიკაცია;

·           მონაცემების  ინტერპრეტაცია;

·           განჭვრეტა/ჰიპოთეზის გამოთქმა;

·           ცდის დაგეგმვა;

·           ცდის ჩატარება;

·           მონაცემთა ანალიზი და შეფასება;

·           მოდელის შექმნა და გამოყენება.

 

დამოკიდებულება:

·           ინტერესი საბუნებისმეტყველო დისციპლინების მიმართ;

·           საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მნიშვნელობის გააზრება;

·           ინტერესი მეცნიერული კვლევისა და სიახლეების მიმართ;

·           თანამშრომლობის სურვილი;

·           გარემოზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა;

·           უსაფრთხო ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობის გააზრება.

 

 

Subcategories