სიახლეები
საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება
- Details
- Category: საზოგადოებრივი
- Published on Tuesday, 05 November 2019 09:44
- Written by gia
- Hits: 3654
საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 100 წლისთავს მიეძღვნა კომპლექსური ღონისძიება, რომელიც ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მოსწავლეებმა ჩაატარეს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში. ეს იყო შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობების სინთეზი, რასაც მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი. პედაგოგები: ხათუნა სალუქვაძე, ზაირა ბერიძე, ქრისტინე მათითაიშვილი, ფოტინე გორდელაძე.