საღვთო სჯულის კათედრის დებულება
- Details
- Category: საღვთო სჯულის
- Published on Tuesday, 25 August 2015 18:29
- Written by gia
- Hits: 11006
საღვთო სჯულის კათედრის დებულება
2014-2015 სასწავლო წელი
შემუშავებულია კათედრის წევრების მიერ
დამტკიცებულია კოლეგიის გაფართოებული სხდომის მიერ ოქმი N 1
დამოწმებულია სკოლის დირექტორის მიერ:
თავი 1. ზოგადი დებულება
1.1. სააღვთო სჯულის კათედრას წარმოადგენს სკოლის მოძღვრები და საღვთო სჯულის მასწავლებელი
კათედრის მუშაობა ეყრდნობა შემდეგ კანონებსა და აქტებს:
1. საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის რეკომენაციებს.
2. საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ.
3. სასკოლო სასწავლო გეგმა
4. წინამდებარე დებულებას
1.2 მოქმედების არეალი
ა(ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლი სკოლა
თავი 2. კათედრის დებულების დამტკიცება
2.1კათედრის დებულებას შეიმუშავებს კათედრის თავ-რე წევრეთან ერთად,
განიხილება და მტკიცდება პედსაბჭოზე.
ამოწმებს სკოლის დირექტორი.
2.2 ძალაში შედის დამტკიცებისთანავე.
თავი 3. კათედრის მიზნები და ამოცანები
3.1. მიზნები:
მოსწავლეებში ქრისტიანული სჯულისა და ეროვნული ტრადიციებისადმი პატივისცემის ჩამოყალიბება
საღვთო სჯულის სწავლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა;
3.2 ამოცანები:
· მოსწავლეთა საეკლესიო ცხოვრებაში ჩართვის ხარისხის კონტროლი
· მოსწავლეთა პირად ცხოვრებაში მართლმადიდებლური ცხოვრების წესის დამკვიდრება.
· მოსწავლეების კატეხიზაცია
· საგნების სწავლებაში არსებული პრობლემების გამოვლენა
· მეთოდური მასალების მოძიება, მომზადება
· სხვა კათედრებთან თანამშრომლობა
· სახელმძღვანელოების განხილვა, რეკომენდაციების მომზადება
· გაკვეთილებზე დასწრება-შეფასება
თავი 4. კათედრის წევრობა
4.1 კათედრის წევრად ითვლება სკოლის ყველა მოძღვარი და სჯულის მასწავლებელი
კათედრის სხდომა ტარდება სემესტრში 2-ჯერ. საჭიროების შემთხვევაში ტარდება რიგგარეშე სხდომა(თავ-რის ან კათედრის უმრავლესობის მოთხოვნით)
4.2კათედრის წევრების უფლება -მოვალეობები:
კათედრის წევრს აქვს უფლება
· მიიღოს მონაწილეობა სახელმძღვანელოების შერჩევაში;
· საათების განაწილებაში
· კათედრის მუშაობის დაგეგმვაში
· მიიღოს კვალიფიციური მეთოდური დახმარება
· შეიმუშავოს წინადადებები და რეკომენდაციები და მიაწოდოს დირექციას, კოლეგიის გაფართოებულ სხდომას.
· მიიღოს მონაწილეობა სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში და დამტკიცებაში
· მიიღოს მონაწილეობა კათედრის მუშაობაში
· კათედრის მუშაობის შეფასებაში
· მონაწილეობა მიიღოს სხვა კათედრებთან კოორდინირებულ მუშაობაში
თავი5. კათედრის თავ-რე
კათედრის თავ-რე ირჩევა წელიწადში ერთხელ, გამონაკლის შემთხვევაში 2 წლით .
თავმჯდომარის უფლება-მოვალეობა:
· მუშაობის ორგანიზება
· დოკუმენტების წარმოება/ შენახვა
· გუნდური მუშაობის კოორდინირება
· კათედრის საქმიანობის დაგეგმვა
· შეფასება
· ანგარიშის მომზადება, პედსაბჭოსთვის წარდგენა
· სხვა კათედრებთან თანამშრომლობა.
თავი 6 კათედრის სხდომა და გადაწყვეტილებები
6.1კათედრა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება უმრავლესობა;
სხდომას ატარებას თავ-რე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
თავი 7. ცვლილება-დამატებები დებულებაში
7.1დებულებაში ცვლილებება/დამატებების შეტანის უფლება აქვს კათედრის თავ-რეს წევრებთან ერთად.
7.2 ცვლილებებს ამტკიცებს პედაგოგიური კოლეგიის სხდომა