,,გენეთლია"
- Details
- Category: ღონისძიებები
- Published on Wednesday, 31 January 2018 07:56
- Written by gia
- Hits: 19893
2018 წლის 9-10 იანვარს გორის წმიდა გიორგის სახელობის გიმნაზიაში ჩატარდა ტრადიციული საშობაო ფესტივალი „გენეთლია“, რომელიც მიეძღვნა ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 და საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს. ფესტივალში მონაწილეობდნენ წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის ქართული ხალხური სიმღერისა და საგალობლების, ქართული ხალხური ცეკვის, გამოყენებითი ხელოვნებისა და ვოკალის წრის წევრები. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა თემა: „რაც სხვისაა- ჩემი მოვალეობაა, რაც ჩემია-ეგ ჩემი უფლებაა.“
პედაგოგები: იამზე კანდელაკი, თეა ასიეშვილი, თამილა ბურჭულაძე, ფოტინე გორდელაძე, ელენე სარიშვილი, ნატო სალუქვაძე, ქორეოგრაფები- ირმა სვანიძე და მელისი ნადირიძე.
ფესტივალზე აჩვენეს „ ფრანკოფონიაზე“ ნომინირებული ანიმაციური ფილმი, შედგა თამილა ბურჭულაძის საშობაო სიმღერის პრემიერა