საზოგადოებრივი მეცნიერებები
- Details
- Category: საზოგადოებრივი
- Published on Sunday, 16 August 2015 16:31
- Written by gia
- Hits: 11900
1. საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:
ა) ჩვენი საქართველო (ისწავლება V-VI კლასებში);
ბ) საქართველოს და მსოფლიო ისტორია (ისწავლება VII- VIII, XI -XII კლასებში);
გ) საქართველოს ისტორია (ისწავლება IX კლასში);
დ) შესავალი ისტორიაში (ისწავლება X კლასებში);
ე) გეოგრაფია (ისწავლება VII- VIII კლასებში);
ვ) საქართველოს გეოგრაფია (ისწავლება IX კლასში);
ზ) მსოფლიოს გეოგრაფია (ისწავლება X კლასში);
თ) გლობალური პრობლემების გეოგრაფია (ისწავლება XI კლასში);
ი) სამოქალაქო განათლება (ისწავლება IX-X კლასებში);
კ) სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება (ისწავლება IV, VIII და XII კლასებში);
ლ) საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება (ისწავლება XI კლასში);
2. საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივი ჯგუფის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის აღზრდას; მიაწოდოსმოსწავლეს ინფორმაცია მშობლიური გარემოს შესახებ; დაეხმაროს მას, განსაზღვროს მშობლიური ქვეყნის ადგილი მსოფლიო ისტორიულ და გეოგრაფიულ პროცესებში; ჩამოაყალიბოს იგიპატრიოტ და ჰუმანურ ადამიანად. ამასთან, საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნების სწავლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების გამომუშავებისთვის.