„ ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“
- Details
- Category: საზოგადოებრივი
- Published on Sunday, 09 July 2023 17:16
- Written by gia
- Hits: 2478
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს საპატრიარქოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან ერთად გამოცხადებულ სასკოლო კვირეულში „ ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“, აქტიურად ჩაერთნენ სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის და სახვითი ხელოვნების მასწავლებლები. გამოცხადდა კონკურსი, თემას მოსწავლეები დიდი ინტერესით მოეკიდნენ, წარმოდგენილი იყო რამდენიმე ჩანახატი აფხაზეთზე, ლექსები, ნახატები.
აღნიშნულ კონკურსში გამოვლინდა საუკეთესო ლექსის- ავტორი მარიამ თავდუმაძე( მე-7 კლასი) და საუკეთესო ნახატის ავტორი- სანდრო ჩხაიძე(მე-9 კლასი). ძალზე ემოციური ნახატები წარმოადგინეს მე -6 კლასის მოსწავლეებმა. რესპუბლიკური კონკურსისთვის დამზადდა საინტერესო ვიდეორგოლი „ ჩემი აფხაზეთი“ გამარჯვებული ლექსისა და ნახატის ავტორების თანამშრომლობით. გადაღება და მონტაჟი ეკუთვნის მარიამ ზოიძეს (მე-7 კლასი).
მე-9 კლასის მოსწავლეებმა მარიამ მალაზონიამ და ანა მახარაძემ მოიძიეს მასალები და სკოლის მოსწავლეთა წინაშე წარადგინეს პრეზენტაციები: ა) აფხაზეთი ომამდე და ომის შემდგომ“ და ბ)„ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრები“. პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია, ამაღელვებელი იყო მოსწავლეთა სულისკვეთება, განსაკუთრებით ემოციური იყო უმცროსკლასელთა შეძახილები- „ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში“.
სკოლის დირექციამ კვირეულის ყველა მონაწილე სიგელებით დააჯილდოვა







