,,როგორ ვმონაწილეობ არჩევნებში"
- Details
- Category: საზოგადოებრივი
- Published on Monday, 07 March 2022 10:36
- Written by gia
- Hits: 4698
ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის IX კლასში, სამოქალაქო განათლებაში საგაკვეთილო თემის - ,,როგორ ვმონაწილეობ არჩევნებში" გააზრების და საარჩევნო უნარების განვითარების მიზნით ჩატარდა იმიტირებული არჩევნები. მოსწავლეებმა ლუკა მურადაშვილმა, თამარ სირაძემ, ანასტასია ტუღუშმა წარმოადგინეს ,,საარჩევნო პროგრამა", თითოეულ კანდიდატს დაუსვეს შეკითხვები.
ხმის დამთვლელმა კომისიამ ფარული კენჭისყრით გამოავლინა გამარჯვებული, კონკურენტებმა გულწრფელად მიულოცეს გამარჯვება ლუკა მურადაშვილს.








