საბუნებისმეტყველო

  • Print

საბუნებისმეტყველო კათედრაზე დაწყებითსაფეხურზეისწავლებაინტეგრირებულისაგანი ,,ბუნებისმეტყველება”,

საბაზო საფეხურზე  

VII კლასი -  საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები -ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის საფუძვლების ინტეგრირებული  კურსი.

VIII  და IX კლასები -  ბიოლოგია,ქიმია, ფიზიკა- ცალ-ცალკე საგნები.

საშუალო  საფეხურზე 

X და XI კლასები -  ბიოლოგია,ქიმია, ფიზიკა- ცალ-ცალკე საგნები.

საშუალო  საფეხურზე ისწავლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების არჩევითი კურსებიც.       

 

    ბ)  საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების მიზანი და ამოცანებ

მიზანი:

საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების მიზანია აზიაროს მოსწავლე   საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს  კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს შეიცნოს და გაითავისოს სამყარო,  ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და  გარემოს მიმართ.

ამოცანები:

ცოდნა:

·           ცოცხალი სამყარო და სასიცოცხლო პროცესები;

·           სამყაროში მიმდინარე ფიზიკური და ქიმიური მოვლენები;

·           დედამიწა და გარესამყარო;

·           გარემოს მდგრადი განვითარების პრინციპები.

მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევები:

·           დაკვირვება, აღწერა;

·           კვლევის საგნის განსაზღვრა;

·           კვლევის ეტაპების განსაზღვრა;

·           აღრიცხვა;

·           კლასიფიკაცია;

·           გაზომვა;

·           კომუნიკაცია;

·           მონაცემების  ინტერპრეტაცია;

·           განჭვრეტა/ჰიპოთეზის გამოთქმა;

·           ცდის დაგეგმვა;

·           ცდის ჩატარება;

·           მონაცემთა ანალიზი და შეფასება;

·           მოდელის შექმნა და გამოყენება.

 

დამოკიდებულება:

·           ინტერესი საბუნებისმეტყველო დისციპლინების მიმართ;

·           საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მნიშვნელობის გააზრება;

·           ინტერესი მეცნიერული კვლევისა და სიახლეების მიმართ;

·           თანამშრომლობის სურვილი;

·           გარემოზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა;

·           უსაფრთხო ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობის გააზრება.