დებულება
- Details
- Category: საბუნებისმეტყველო
- Published on Tuesday, 12 June 2018 13:10
- Written by gia
- Hits: 15441
ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ,,წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის
დებულება
შემუშავებულია კათედრის წევრების მიერ
დამტკიცებულია კოლეგიის გაფართოებული სხდომის მიერ ოქმი# 1
დამოწმებულია სკოლის დირექტორის მიერ 2014 წლის 4 სექტემბერს.
დებულება
1. ზოგადი დებულება
1.1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის მუშაობა ეყრდნობა შემდეგ კანონებსა და აქტებს:
• კანონს ზოგადი განათლების შესახებ.
• ეროვნულ სასწავლო გეგმას.
• სასკოლო-სასწავლო გეგმას.
• წინამდებარე დებულება.
1.2.მოქმედების არეალი:
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა.
2. კათედრის დებულების დამტკიცება
2.1.კათედრის დებულებას შეიმუშავებს კათედრის თავმჯდომარე წევრებთან ერთად;
• დებულება განიხილება და მტკიცდება კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე;
• ამოწმებს სკოლის სასწავლო ნაწილი;
• ამტკიცებს დირექტორი;
• დებულება ძალაში შედის დამტკიცებიდან ერთი კვირის ვადაში.
3. კათედრის მიზნები
• საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოტივაციის ამაღლება და სწავლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა.
ამოცანები
• პრობლემების ს გამოვლენა (კვლევის გზით)
• სახელმძღვანელოების განხილვა, რეკომენდაციების მომზადება
• საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია.
• მეთოდური მასალების მოძიება.
• სასწავლო რესურსების მოძიება-გამდიდრება.
• მეთოდური სემინარების, ტრენინგების მოსმენა
• სწავლებაში თანამედროვე მეთოდების დანერგვა.
• გამოცდილების გაზიარება კათედრის წევრებს შორის.
• თანამშრომლობა სხვა კათედრებთან.
• მონიტორინგი/ შეფასება.
4. კათედრის წევრობა
4.1.კათედრის წევრად ითვლება საბუნებისმეტყველო საგნების (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ბუნებისმეტყველება) პედაგოგები.
კათედრა იკრიბება სემესტრში მინიმუმ2-ჯერ და შეუძლია ჩაატაროს რიგგარეშე სხდომა საჭიროების შემთხვევაში;
რიგგარეშე სხდომა ტარდება თავ-რის მოთხოვნით ან კათედრის უმრავლესობის მოთხოვნით;
4.2 კათედრის წევრების უფლება -მოვალეობები:
კათედრის წევრს უფლება აქვს:
• შეიკრიბოს თვეში, მინიმუმ ერთხელ.
• მიიღოს მონაწილეობა სახელმძღვანელოების შერჩევაში.
• მონაწილობა მიიღოს საათების განაწილებაში.
• მონაწილობა მიიღოს მუშაობის დაგეგმვაში.
• მოითხოვოს ტრენინგების მოსმენა
• მიიღოს კვალიფიციური მეთოდური დახმარება
• შეიმუშავოს წინადადებები და რეკომენდაციები და მიაწოდოს დირექციას, პედსაბჭოს, სამეურვეო საბჭოს
• განახორციელოს ინოვაციური პროექტები
• მიიღოს მონაწილეობა სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში და დამტკიცებაში
• მიიღოს მონაწილეობა კათედრის მუშაობაში
• მიიღოს მონაწილეობა საგამოცდო ტესტების შემუშავებაში
• კათედრის მუშაობის შეფასებაში
5. კათედრის თავ-რე
კათედრის თავ-რე ირჩევა წელიწადში ერთხელ, გამონაკლის შემთხვევაში 2 წლით .
თავმჯდომარის უფლება-მოვალეობა:
• შეხვედრების და მუშაობის ორგანიზება
• დოკუმენტების წარმოება/ შენახვა
• გუნდური მუშაობის კოორდინირება
• კათედრის საქმიანობის დაგეგმვა
• წარმატებული მოსწავლისა და მასწავლებლის გამოვლენა
• მონიტორინგი
• კათედრის წევრების მუშაობის შეფასება
• ანგარიშის მომზადება, კოლეგიის გაფართოებული სხდომისთვის წარდგენა
• სკოლის მართვის ორგანოებისათვის კათედრის შეხვედრების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება.
6 კათედრის სხდომა და გადაწყვეტილებები
6.1კათედრა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება უმრავლესობა;
• სხდომას ატარებას თავ-რე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
7. ცვლილება-დამატებები დებულებაში
7.1დებულებაში ცვლილებება/დამატეტბების შეტანის უფლება აქვს კათედრის თავ-რეს წევრებთან ერთად.
7.2 ცვლილებებს ამტკიცებს კოლეგიის გაფართოებული სხდომა.
დირექტორი: /დეკანოზი მათე (გორდელაძე)/