დედაენის დღე

  • Print

წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მერვეკლასელებმა თანასკოლელებს ერთი საინტერესო, შემეცნებითი ღონისძიება წარმოუდგინეს : საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი სამი თარიღი: 31 მარტი _ ზვიად გამსახურდიას 80 წლის აღსანიშნავად, 9 აპრილი _ ტრაგედია და დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, 14 აპრილი _ დედაენის დღე. (პედაგოგები: ხათუნა სალუქვაძე, თეა ასიეშვილი). მათ დამსწრეთ გაახსენეს ეროვნული მოძრაობის განვითარებისა და კულმინაციის დღეები, ისაუბრეს ზვიად გამსახურდიას, როგორც საზოგადო მოღვაწისა და როგორც პოლიტიკოსის როლზე. მეექვსეკლასელებმა წარმოადგინეს მცირე კომპოზიცია. სკოლის მოსწავლეებმა ბევრი რამ გაიგეს ქართული დამწერლობის განვითარებაზე, საერთაშორისო მასშტაბით მის აღიარებაზე. ღონისძიების დასკვნით ეტაპზე ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები.