ჭადრაკის წრე
ჭადრაკის წრე მუშაობს კვირაში ორჯერ. წრეში გაწევრიანებულია 17 მოსწავლე II-Vკლასების ჩათვლით. ისწავლება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მასალა. ბავშვებმა I სემესტრში შეძლეს შეესწავლათ ჭადრაკის ისტორია, თამაშის მიზანი, მსოფლიო ჩემპიონების ბიოგრაფიები; შეისწავლეს ჭადრაკის ფიგურათა სვლები, ქიში, შამათი. მათ შეუძლიათ ერთსვლიანი და ორსვლიანი შამათების გამოცხადება.
ჩატარდა წამახალისებელი კონკურსი „ერთსვლიანი შამათების“ ამოხსნაში. შეფასდა შემდეგი უნარები: კონკურსში ქულათა 50%-ის ან მეტის მოგროვება, ამოხსნის პროცესში ლოგიკური აზროვნების უნარი. მოსწავლეთა უმეტესობამ შეძლო ქულათა 50%-ის დაგროვება. ასევე ჩატარდა წამახალისებელი ტურნირი მოსწავლეებს შორის, რომელშიც გამარჯვება მოიპოვა V კლასელმა ვასიკო ურუშაძემ.
ჭადრაკში ნიჭით გამოირჩევიან თამარ სირაძე, დავით კვაჭანტირაძე, სერგი ქვილორია, გიორგი ქუტიძე, დაჩი ქუტიძე, ვასიკო ურუშაძე, ნიკოლოზ ბეჟუაშვილი და გიორგი ბეჟუაშვილი.
I სემესტრში ჩატარდა გეგმით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება.