საინტერესო ერთი დღე
2002 წლიდან დღემდე: მდგრადი განვითარების კავშირი – “ეკოხედვა/ECOVISION”, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით 2002 წლიდან საქართველოში ახორციელებს საერთაშორისო სასკოლო პროექტს - SPARE (School Project for Application of Resources and Energy), რომლის მთავარი მიზანია ენერგოდაზოგვისა და ენერგოეფექტურობის, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების პრინციპების სწავლება და დანერგვა სკოლებსა და სკოლების მეშვეობით საზოგადოებაში. დღეისთვის SPARE მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში ხორციელდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარდა გასვლითი ღონისძიება ქობულეთის დაცულ ტერიტორიასა და აღკვეთილში, რომელშიც ჩაერთო ოზურეთის რაიონის 2 სკოლა, მათ შორის წმ. გაბრიელ პეისკოპოსის სახ. სამრევლო სკოლა და მეორე საჯარო სკოლა.
ბავშვებმა მოინახულეს ქობულეთის დაცული ტერიტორია და აღკვეთილი,გაეცნენ იქ არსებულ მცენარეულ და ცხოველურ სახეობებს, კულტურულ და მემკვიდრულ განამარხებულ ნაშთებს.ეკოვიზიის წარმომადგენლებმა გააცნეს მოსწავლეებს აღნიშნული პროექტი და შესთავაზეს სკოლებში -“ეკო-კლუბების“ გახსნა.დაურიგეს სამახსოვრო საჩუქრები.